“შემთხვევის ადგილი” ქართველი არტისტების - ანდრო დადიანის, ანა ჯიბლაძის, საბა გორგოძის, Quemmekh-ის, თიკო იმნაძის, თემო ჯავახის და მიშიკო სულაკაურის ერთობლივი გამოფენაა, რომელიც 21 ივლისს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრებით არტისტები იკვლევენ საქართველოსთვის მტკივნეულ “კულტურულ დარღვევებს”. “შემთხვევის ადგილი” დიდწილად ყოველდღიური სიმბოლოებისა და გამოსახულებებისგან შედგება, რომლებიც ქართულ რეალობაში გვხვდება და გამოხატავენ იმ ნეგატიურ სიახლეებს, ინციდენტებს, სენსიტიურ სურათებს და ყოველივე იმას, რაც ბოლო დროს არტისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის აღქმისთვის. 

მათი სიტყვებით, “ჩვენი და საქართველოს ურთიერთობა გადაიზარდა დამაზიანებელ, არაჯანსაღ კავშირად. მთავრობა ყოველდღიურად ტაქტიკურად გვატყუებს და მომავლის უკან გვტოვებს. ასეთ პროცესებს ხელს უწყობს, ჩვენი კოლექტიური უმოქმედობაც”.


ფოტო: სერა ძნელაძე