ტოკიოში Tiffany & Co-ს გინზას ფილიალის ექსტერიერი, რომელიც 1996 კენგო კუმას დიზაინით შეიქმნა, დემიენ ჰირსტმა გარდაქმნა. ბრენდის შენობის 292 ალუმინის ბლოკისგან შემდგარი ფასადი ბრიტანელი მხატვრის ვარდისფრად აყვავებული ხეების ნახატებით დაიფარა.
ჰირსტის ფასადის დიზაინის ელემენტები ინტერიერშიც გვხვდება, სადაც თეთრ კედლებს ნაწილობრივ ექსტერიერის მხატვრობა ფარავს, ხოლო ავეჯის დიზაინში ძირითადად ღია ვარდისფერია გამოყენებული.
Kengo Kuma & Associate-ის შექმნილი თავდაპირველი ინტერიერის დიზაინი, შავი ფასადის შესაბამისად, შედარებით ნეიტრალურ ფერებში იყო გაფორმებული. ხანგრძლივი რენოვაციის შემდეგ კი Tiffany & Co-ს შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა.
ფოტო: Tiffany & Co, Kengo Kuma and Associates
დაწერე კომენტარი