Sex Education-ის მეოთხე, ბოლო სეზონი Netflix-ზე 21 სექტემბერს გამოვა და მოქმედი პერსონაჟების უკვე ზრდასრული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ოტისი და ერიკი Cavendish Sixth Form College-ში სწავლობენ, მეივი კი აშშ-ში, Wallace University-ში სწავლობს.
მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე სეზონში მსახიობების დიდი ნაწილი თავიანთ როლებს უბრუნდება, სერიალში ვეღარ ვიხილავთ რაქი ტაკრას, რომელიც ინგლისურის მასწავლებლის, ემილი სენდსის როლს თამაშობდა. პროექტს ასევე გამოეთიშნენ პატრიცია ალისონი და ტანია რეინოლდსი, რომლებიც ოლა ნიმანის და ლილუ აიგლჰარტის როლებს ასრულებდნენ.
Sex Education 2019 წელს გამოვიდა და მალევე Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. 2022 წელს შოუმ მესამე სეზონისთვის - კატეგორიაში “საუკეთესო კომედიური სერიალი” Emmy-ის პრიზი მოიპოვა.
დაწერე კომენტარი