9 ივნისს Hauser & Wirth-ის გალერეაში სინდი შერმანის ახალი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. შერმანის ამ ფოტოსერიაში ფოტოგრაფის “გამრუდებულ” ავტოპორტრეტებს ვხვდებით, რომლებიც სახის სხვადასხვა ნაწილების ფოტოკოლაჟით არის აწყობილი.
ციფრული მანიპულაციის მეშვეობით შექმნილი ავტოპორტრეტები საკუთარი თავის შესახებ არარეალისტური და ხშირად გამრუდებული წარმოდგენების დემონსტრაციაა, რაც მიანიშნებს, თუ რამდენად მყიფეა ადამიანების სუბიექტური აღქმები თავიანთ გარეგნობაზე.
2000-იანებიდან მოყოლებული შერმანის ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით საკუთარი თავის დანაწევრებულად აღქმის თემატიკას, რაც თანამედროვე მსოფლიოში დიდწილად სოციალური მედიით განპირობებული ფენომენია.
შერმანის ავტოპორტრეტები დიდწილად შავთეთრია და ფერად დეტალებს მხოლოდ რამდენიმე ფოტოზე ვხვდებით. ამასთანავე, პორტრეტები ძირითადად მარტივ ფონზეა გადაღებული, რითაც შერმანი ჩვენს ყურადღებას მხოლოდ სახის დეტალებითა და ექსპრესიით იქცევს.
დაწერე კომენტარი