26 მაისს ვერსალის ეზოში Jacquemus-ის ახალი გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის Le Chouchou ჩვენება გაიმართა, რომელიც 80-იანი წლების ფორმალური ტანსაცმლის დიზაინით და საბალეტო კოსტიუმებით არის შთაგონებული.
Jacquemus-ის ახალ ჩვენებაში ბევრი ცნობილი მოდელი მონაწილეობდა, მდინარის პირას გაშლილ წითელ ბილიკზე გამოჩნდნენ - ჯიჯი ჰადიდი, მონა ტოგარდი (Mona Tougaard), კენდალ ჯენერი და იმაან ჰამამი (Imaan Hammam).
ჩვენებამდე სიმონ პორტე ჟაკემუსმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი მოდის სახლისთვის ვერსალში გამართული ჩვენება ამ დრომდე ყველაზე ამბიციურია. “ძალიან დიდი პატივია, რომ ვერსალში ჩვენების გაკეთების შესაძლებლობა მომეცა… ეს Jacquemus-ისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მომენტია”.
დაწერე კომენტარი