10-წლიანი პაუზის შემდეგ მიაზაკის ახალი ანიმაციური ფილმი The Boy and The Heron გამოვიდა, რომლის ჩვენებებიც ჯერ მხოლოდ იაპონიაში იმართება, დასავლეთში ახალ ანიმეს პირველად ტორონტოს კინოფესტივალზე ვიხილავთ.
The Boy and The Heron იმავე სახელის იაპონური ნოველით არის შთაგონებული და მოგვითხრობს ბავშვზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს დედა დაკარგა, შემდეგ კი მამამისთან და დედინაცვალთან ერთად სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოლაპარაკე ლურჯი ყანჩა გაიცნო.
მიაზაკიმ ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და თავდაპირველად პროექტის დასრულება 2020 წელს იგეგმებოდა. რეჟისორის თქმით, ეს მისი ბოლო ფილმია, რომელიც მის შვილიშვილს ეძღვნება.
დაწერე კომენტარი