6 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე სეულში მდებარე Seojung Art-ის ხელოვნების მუზეუმი ქართველი მხატვრის, რუსუდან ხიზანიშვილის სოლო გამოფენას - Velvet Armor-ს უმასპინძლებს.
მხატვრის პრაქტიკისა და მუშაობის მთავარ ინტერესს იკონოგრაფია - მითოლოგია, ანდროგენული არსებები, ადამიანები და ქალები წარმოადგენს. ქართველი მხატვრის კორეული დებიუტის ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენა Velvet Armor, რომელიც სიტყვასიტყვით ხავერდის აბჯარს ნიშნავს, ქალების ნაზ, მაგრამ ამავდროულად ძლიერ ენერგიასა და ბუნებას წარმოაჩენს. რუსუდან ხიზანიშვილის შემოქმედებისათვის კი ეს ნარატივი უცხო სულაც არ არის.
როგორც გამოფენის პრესრელიზიდან ირკვევა, რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენასთან ერთად Seojung Art-ის ხელოვნების მუზეუმი კორეელი მხატვრის Saeng Kwang Park-ის ნამუშევრებსაც მასპინძლობს. ერთ სივრცეში გაერთიანებული მოდერნისტი ქართველი და კორეელი მხატვრები საკუთარი ქვეყნების კულტურული, ფოლკლორული, მითოლოგიური და ტრადიციული ელემენტების ტილოზე ასახვით ორი კულტურის კონვერგენციას უწყობენ ხელს.
დაწერე კომენტარი