2018 წელს Celine-ს დატოვებისა და მოდის ინდუსტრიიდან გაუჩინარების შემდეგ, 2021 წელს ფიბი ფაილომ საკუთარი სახელობის ბრენდით დაბრუნება დააანონსა. PHOEBE PHILO-ს პირველი სადებიუტო კოლექცია გასაყიდად გასულ თვეში უნდა ჩაშვებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ერთი თვით გადაიდო და მოდის ინდუსტრიისა და დიზაინერების ერთგული გულშემატკივრებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ გუშინ გახდა.
ბრიტანელი დიზაინერის სადებიუტო კოლექციამ 116 ერთეული გააერთიანა, რომელთა ღირებულებაც საკმაოდ მაღალია. თუმცა, 4-5-ციფრიანი ფასის მიუხედავად, სამოსისა და აქსესუარების ნახევარზე მეტი 5 საათში თითქმის მთლიანად ამოიწურა, რაც ფაილოს ერთგული მომხმარებლების სტაბილურობაზე მეტყველებს.
გასაკვირი არ არის, რომ კოლექციის მთავარი ვარსკვლავი დიზაინერის მუზა, სუპერ მოდელი დარია ვერბოვია, რომელიც უკვე დიდი ხანია ფიბი ფაილოს შემოქმედების განუყრელ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ფოტო: Hypebeast
დაწერე კომენტარი