11 ნოემბერს "შერატონ მეტეხი პალასში" მდებარე რესტორან “ათის” ახალი შემოდგომა-ზამთრის მენიუს პრეზენტაცია Gault & Millau Georgia-სთან ერთად გაიმართა. “ათი რუფტოპ რესტორანი” ბარი და ლაუნჯი მომხარებელს საკუთარი სლოგანის მიხედვით ათჯერ უკეთ გამოცდილებას სთავაზობს. ქართული ტრადიციული სამზარეულო, ქალაქის გასაოცარი პანორამული ხედები და განსაკუთრებული მომსახურება, ქართულ სტუმარმასპინძლობისა და კულტურის აღმოსაჩენად უცხოელი სტუმრებისათვის მუდმივად საინტერესო დანიშნულების ადგილია.
ღონისძიებაზე რესტორნის შეფმზარეულის, ვახო გობეჯიშვილისა და მისი ჯგუფის მიერ შექმნილი 5-კურსიანი მენიუ იქნა წარმოდგენილი, რომელიც წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელ ინგრედიენტებთან ერთად, ქართული და საერთაშორისო სამზარეულოების სინთეზით შექმნილ კერძებს აერთიანებს. რესტორნის შეფმზარეულთა გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არის დაკომპლექტებული, რის გამოც თითოეულ მათგანს ქართული, ავთენტური, თუმცა ახლებური სახით წარმოდგენილი კერძების შექმნაში თავისი წვლილი შეაქვს. ქვეყნის კულტურითა და სამზარეულოს მრავალმხრივი ოსტატობით შთაგონებული 5-კურსიანი მენიუს თითოეული კერძის მთავარი ინგრედიენტი სწორედ იმ რეგიონებიდან არის მიღებული, სადაც მათი წარმოება და ხარისხი ყველაზე მაღალია, მაგალითად, რაჭული ლორი რაჭიდან, გუდის ყველი მცხეთა-მთიანეთიდან, ნადუღი და სულგუნი სამეგრელოდან და ა.შ. რესტორნის ახალი მენიუ ზამთრის სეზონისათვის დამახასიათებელი გემოებით იდეალურად წარმოადგენს და აღადგენს ქართული სამზარეულოს ტრადიციულ ელემენტებსა და მივიწყებულ რეცეპტებს, რომლებიც თანამედროვე რეცეპტორებს სრულიად ახლებური სახით ესადაგება. გარდა ამისა, 5-კურსიან მენიუში რესტორნის სტუმრებს თავად შეფის მიერ შერჩეული მენიუც დახვდებათ, რომელიც მთლიანად მომხმარებლის სურვილსა და უპირატესობებზე იქნება მორგებული. რესტორნის სივრცეში გამართულ ღონისძიებას ცნობილი ფრანგული და საერთაშორისო რესტორნების გიდთან, Gault&Millau Georgia-სთან თანამშრომლობით გაიმართა. საღამოს ცნობილი რესტორატორები, შეფები და გასტრონომიული ინდუსტრიის ისეთი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მენიუსა და მასში წარმოდგენილი კერძების შეფასებას ყველაზე უკეთ შეძლებდნენ. ღონისძიების ფორმალური ნაწილის მიღმა სპეციალურად გამართულ ვახშამზე მოწვეულ სტუმრებს რესტორნის ახალი კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ. ზღვის პროდუქტების, როგორც უკვე აღინიშნა, ქართულ ტრადიციულ ინგრედიენტებთან ურთიერთქმედებით შექმნილ სტარტერსა და ძირითად კერძთან ერთად, სტუმრებს ღვინის ექსპერტებთან იმ ღვინის დაგემოვნება და ინფორმაციის მიღებაც შეეძლოთ, რომელიც ამა თუ იმ კერძს ყველაზე უკეთ ესადაგება. შემოდგომა-ზამთრის 5-კურსიანი მენიუს წარმდგენი ღონისძიება რესტორნისათვის Gault&Millau Georgia-ს მიერ ჯილდოს გადაცემით დაგვირგვინდა. ორგანიზაცია ყოველწლიურად რესტორნების მიმოხილვასა და შეფასებას სპეციალური შეფასების სისტემით, სხვადასხვა კრიტერიუმით ახდენს. 20-ქულიანი სკალის საშუალებით მზარეულების კულინარიული შესაძლებლობების, კრეატიულობის, ობიექტის ატმოსფეროსა და ინგრედიენტთა ხარისხის შეფასებაა შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი