ელიტარული კონიაკის სახლი ათწლიანი პაუზის შემდეგ წარმოგვიდგენს LOUIS XIII-ის უმაღლეს გამოვლინებას. ექსკლუზიურ კონიაკს - RARE CASK 42.1, რომელიც მსოფლიოს პირველად 2023 წლის მარტში წარუდგინეს, მალე საქართველოშიც გაეცნობიან. 

დროისა და ბუნების ნამდვილი სასწაული - LOUIS XIIIRARE CASK  შეზღუდული რაოდენობითაა - ერთადერთი კასრიდან ჩამოსხმულია სულ 775 ბოთლი, რომელიც სპეციალურად დაამზადა კომპანია Baccarat-მ შავი ბროლისგან. თითოეული კასრი იქმნება ფრანგული მუხისგან, რომელსაც 100 წელი სჭირდება სოლიდურ ასაკამდე მისაღწევად. როგორც ამბობენ, ასეთ ხეს საკუთარი სული აქვს და  ჩურჩულით გადასცემს მას eaux-de-vie-ს, ე. წ. სიცოცხლის წყალს.ახალი, ექსკლუზიური ლიმიტირებული გამოცემით LOUIS XIII შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა საოცრებებზე - დროსა და ბუნებაზე, ხელოვნებისა და ნოუ-ჰაუს მიჯნაზე, იმისათვის, რომ სამყარომ მომავალშიც შეძლოს მათით ტკბობა.

Domaine de Grollet-ის მარნების ჩრდილში - LOUIS XIII-ის მემკვიდრეობის ადგილას მდგარი კასრები თავად წარმოადგენენ საოცრებას. მათში ინახება Cognac Grande Champagne-ის ადგილწარმოშობის, გამორჩეული მოგონებებივით ძვირფასი საკონიაკე სპირტების კოლექცია, რომელთაგანაც იბადება LOUIS XIII.

LOUIS XIII-ის მარნების მზრუნველი ოსტატები ქმნიან შორეულ მომავალს,  მემკვიდრეობის თანმიმდევრულად გადაცემით. ბატისტ ლუაზო, LOUIS XIII-ის მარნების ოსტატი მეხუთე თაობაში ცნობისმოყვარეობას  თავდაჭერილობას უთავსებს, - საოცრების ხელოვნებად აქცევს, რათა ახალი ცოდნა მზარდ კოლექტიურ სიბრძნედ გარდაქმნას.  

RARE CASK-ის აღმოჩენა უნიკალური მომენტია LOUIS XIII-ის მარნების ოსტატის ცხოვრებაში, რადგან ასეთი სპონტანური, იშვიათი მოვლენა შესაძლოა მხოლოდ ერთხელ მოხდეს მის ცხოვრებაში. 

„RARE CASK 42.1 რომ აღმომეჩინა, ამისათვის ყურს ვუგდებდი ჩემს ინსტინქტებს, ემოციებს მეცნიერებაზე მაღლა ვაყენებდი, ჩემს მოგონებებს ვუხმობდი“, - ამბობს ბატისტ ლუაზო. 

თითოეული ბოთლის ფორმირება - ესაა ხელოვნებისა და ნოუ-ჰაუს შერწყმის შთამბეჭდავი დემონსტრაცია: ძვირფასი ქვის მსგავსი იდეალური შავი ფერის მისაღწევად საჭიროა წარმოუდგენელი ტალანტი და უკიდურესი სიფრთხილე. მოკლე დროში 20-მა ოსტატმა შეწყობილად უნდა იმუშაოს, დროს გაუსწროს და შეასრულოს 50 ზუსტი ნაბიჯი, ვიდრე გამდნარი მასალა გამკვრივდება და ხელოვნების შედევრად იქცევა. ბოლოს ბოთლს უმაგრდება ოქროთი და რადიუმით გაწყობილი ყელი, რგოლი კი დამშვენებულია ოთხყურა ორნამენტების ნატიფი გრავიურით, რომელიც Fleur-de-lis-ს - ფრანგულ ჰერალდიკურ შროშანს მოგაგონებთ. 

ექსკლუზიური ღონისძიება, რომელიც საქართველოში, თბილისში გაიმართება, RARE CASK 42.1-ის აღმოჩენას მიეძღვნება. მას ლაიტმოტივად გაჰყვება თემა: „გაუფრთხილდით საოცრებებს“.

რატომ საქართველო?  ეს არის ქვეყანა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა უნიკალური მემკვიდრეობა, ტრადიციები და ესთეტიკური სილამაზე. დღეს საქართველო კვლავ რჩება შთაგონების წყაროდ მთელი მსოფლიოს შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებისათვის. 

ვენეციაში და უესტმინსტერის სააბატოში (ლონდონი) გამართული შთამბეჭდავი ღონისძიებების შემდეგ, LOUIS XIII კვლავ შთააგონებს და გააოცებს ამჯერად თბილისში სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეულ საერთაშორისო სტუმრებს, მედიის და  ბიზნესის წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, კონიაკ LOUIS XIII-ს მოყვარულებს.  

კონიაკ LOUIS XIII ლიმიტირებული გამოცემის, RARE CASK 42.1-ის პრეზენტაცია საქართველოში კომპანია GD Holding-ის ორგანიზებით იმართება. ექსკლუზიურ საღამოს და   გალა ვახშამს „ანი პირველი ივენთსი“ გააფორმებს. 

პრემიული ფრანგული ბრენდის ღონისძიების PR მხარდაჭერას და კონტენტის მომზადებას უზრუნველყოფს სააგენტო SYMMETRA DIGITAL

 

გაიგეთ უფრო მეტი RARE CASK 42.1-ის შესახებ

LOUIS XIII-ის შესახებ


1874 წლიდან კონიაკი LOUIS XIII მუდმივად ხელახლა იბადება თაობიდან თაობაზე გადაცემული და ოსტატურად კუპაჟირებული Cognac Grande Champagne-ის ძვირფასი საკონიაკე eaux-de-vie-სგან. დრო - არის ის მთავარი მასალა, რომლისგანაც იქმნება ეს უიშვიათესი სული, თავისი მდგრადი არსით.

მარნის ოსტატის, ბატისტ ლუაზოს ხელმძღვანელობით LOUIS XIII წარმოადგენს ბუნებასა და ე.წ. ტერუარს შორის მჭიდრო კავშირის სიმბოლოს, დროის ანაბეჭდით კიდევ უფრო გაძლიერებულს. თითოეული წვეთი ცოცხალი მემკვიდრეობაა, თითოეული ბოთლი  დღესასწაულია შორსმჭვრეტელი გონებისა და ადამიანის ხელებისა, რომლებიც ქმნიან მომავალს, დღესვე ტოვებენ კვალს ხვალინდელ დღეში. იფიქრეთ ასი წლით წინ.