თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში თერთმეტ ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეს აერთიანებს: საერთო სამუშაო, შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა და მათ შორის, მინიმალისტური დიზაინის და პასტელური ფერებით გაფორმებული კაფე, სადაც ყოველთვის მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროა. კონცეპტის კაფე იდეალურია ბიზნეს-ლანჩებისთვის და საქმიანი შეხვედრებისთვის - ისევე როგორც განტვირთვისა და ახალი კერძების დაგემოვნებისთვის. მენიუ, რომელიც All day dining-ის კონცეფციით არის შექმნილი, შეფმა ლუკა ჩიკვილაძემ შეადგინა და სტუმრებს ბევრ საინტერესო კერძს სთავაზობს, ისევე როგორც მრავალფეროვან ღვინის მენიუს.
კონცეპტის კაფე სტუმრებს ხარისხიანი პროდუქციით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი მენიუთი მასპინძლობს, რომლის შესახებ Hammock Magazine კონცეპტის კაფეს შეფს, ლუკა ჩიკვილაძეს ესაუბრა.
ლუკა, მოგვიყევით თიბისი კონცეპტის კაფესათვის შექმნილი მენიუს შესახებ რა კონცეფციით შეიქმნა მენიუ?
კონცეპტის კაფეს ძირითადი კონცეფცია ისაა, რომ საერთო ჯამში მაინც ლანჩზე და მსუბუქ და ჯანსაღ კერძებზე ორიენტირებული მენიუ გვაქვს. სტუმრებს ძირითადად ვთავაზობთ ევროპულ სამზარეულოს, თუმცა გვაქვს ახლებურად დანახული ქართული კერძებიც. ჩვენ გვსურს, რომ სტუმრებს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ და დღის ნებისმიერ მონაკვეთში მსუბუქად და გემრიელად მიირთვან.
როგორც ვიცით მენიუში სიახლეებია, გვესაუბრეთ განახლებული კერძების შესახებაც…
ახალი მენიუ თითქმის მთლიანად შეცვლილია, რადგან გვინდოდა, შედარებით მსუბუქი და ჯანსაღი კერძები შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის. მანამდე ბევრი საკმაოდ მძიმე და დატვირთული კერძი გვქონდა, რომელიც თითქოს არ ჯდებოდა კაფეს კონცეფციაში და განწყობაში.
რას გულისხმობს All day dining მოდელი, რომელსაც თიბისი კონცეპტის კაფე აერთიანებს?
All Day Dining მოიცავს დღის სხვადასხვა მონაკვეთისთვის განკუთვნილ კერძებს. მაგალითად, გვაქვს ძალიან კარგი საუზმის მენიუ, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კერძია ორაგულის ბენედიქტი, ლანჩის პერიოდში კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქათმის სტეიკი და საღამოს, დღის ბოლოსთვის გვაქვს ძალიან გემრიელი ბივსტროგანოვი, რომელიც იდეალურია ღვინოსთან ერთად.
გვირჩიეთ ერთი კერძი, რომელიც თქვენთან სტუმრობისას აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ?
სტუმრებს ვურჩევდი გამორჩეულ კერძს - ორაგულის პოკეს, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს, რადგან საინტერესო გემოებს აერთიანებს. მთავარი ინგრედიენტები, ცხადია, ბრინჯი და შებოლილი ორაგულია. დამატებული აქვს ლაიმი, წითელი კომბოსტო და დამარინადებული ბოლოკი, რომელიც თითქოს სხვადასხვა ინგრედიენტს კრავს.
თიბისი კონცეპტის კაფეში შეფ ლუკა ჩიკვილაძის მიერ შექმნილი ამ მრავალფეროვანი მენიუს დაგემოვნება, რომელიც იდეალურია, როგორც მსუბუქი წახემსებისთვის, ისე სრულფასოვანი სადილისთვის, თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდის შემთხვევაში 15%-იანი ქეშბექით იქნება შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი