Pleasing - ასე ეწოდება 29 წლის ბრიტანელი მომღერლის, ჰარი სტაილსის სილამაზის, თავის მოვლისა და სამოსის ბრენდს, რომლის Selfridges-თან ერთად შექმნილი პარფიუმის ხაზის დებიუტი ცოტა ხნის წინ შედგა. Selfridges ბრიტანეთის უდიდესი კონგლომერატია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ძვირადღირებულ მაღაზიათა ქსელებს აერთიანებს. ბრიტანელი მომღერლისა და კომპანიის თანამშრომლობით შექმნილმა პარფიუმის ხაზმა 3 არომატი: Rivulets, Bright,Hot და Closeness გააერთიანა. არომატების ტრიოს მიღმა ცნობილი ფრანგი პარფიუმერი, ჯერომ ეპინეტი დგას, რომელიც Byredo-ს ლეგენდარული სუნამოების ავტორია, სწორედ ამიტომ Pleasing-ის მიერ წარმოდგენილი ქალის სუნამოები დახვეწილ არომატთან ერთად, ჰარი სტაილსის შემოქმედებასა და მისთვის დამახასიათებელ ფერად, მხიარულ აურასთან ასოცირდება.
Rivulets-ის არომატი მუშკის, ქარვისა და ლიმონის ელემენტებით ხასიათდება. ლურჯი და წითელი ფერებით შექმნილი ბოთლის დიზაინი მომღერლის ცნობილი სიმღერის, As it Was-ის ვიდეოკლიპთან და მასში გამოყენებულ ფერთა პალიტრასთან ასოცირდება. სუნამოებში წარმოდგენილი ნოტები და მათი სინთეზით შექმნილი არომატი აღწერილია, როგორც მომაჯადოებელი შეხვედრა უცნობთან. Bright,Hot ხის ქარვის, ქლიავის, თამბაქოს, ვანილისა და ოკეანის ნოტებით ხასიათდება, ხოლო Closeness-ის არომატში ქაშმირის ხის, მარილიანი მუშკისა და კარდამონის არომატები იყრის თავს.
დაწერე კომენტარი