Europalia-ს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ბრიუსელში მდებარე Wiels-ის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ქართველი არტისტის, ანდრო ერაძის გამოფენა - Heavy Center-ს გაიხსნა. Wiels Project Room-ში ხელოვანის გამოფენა დამთვალიერებელს 7 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე უმასპინძლებს.
ანდრო ერაძის შემოქმედება სიურრეალიზმსა და მაგიური რეალიზმის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, წარმოსახვასა და რეალობას შორის ბუნდოვანი განსხვავების დანახვის შესაძლებლობას იძლევა.
ქართველი არტისტის შემოქმედება წარსულში არაერთ ცნობილ საერთაშორისო გამოფენაზე და მუზეუმში იყო წარმოდგენილი, მათ შორის - ვენეციის 59-ე ბიენალეზე და პარიზისა და ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმებში.
დაწერე კომენტარი