ახალი წლის ღამე ჯადოსნური დღესასწაულია, რომელიც მხიარულებითა და სასიამოვნო ემოციებით არის სავსე. დღესასწაულის მრავალფეროვანი აღნიშვნისა და გართობისათვის თიბისი კონცეპტი 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს 3 განსხვავებულ ლოკაციაზე - Adam & Eve-ში, წინანდლის რედისონსა და ლოპოტაზე - ახალი წლის დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს, რომელსაც მუსიკალურად ქართული მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები გააფორმებენ.

409650388_318962974285560_685852534502050619_n.jpeg 917.99 KB
თიბისი კონცეპტის საახალწლო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია თბილისში მდებარე Adam & Eve იქნება. კონცერტის მუსიკალურ გაფორმებაზე ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი ცნობილი არტისტები: Rejjie Snow, Luna997, Jeronimo, Erekle Deisadze, Sabana, Mush One და Hawa იზრუნებენ. მსმენელი განსაკუთრებულად ელოდება ირლანიელი ჰიპ ჰოპ არტისტის და პროდიუსერის Rejjie Snow-ს გამოსვლას, რომელმაც თავისი ბოლო სტუდიური ალბომი Baw Baw Black Sheep 2021 წელს გამოსცა. ამ განსაკუთრებული ღონისძიების პირველი კალათის ბილეთების შეძენისას, თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
408273037_673962308193499_5829698278640947847_n.jpeg 317.66 KB
ჯადოსნურ ახალ წელს კიდევ ერთი ლოკაცია - რედისონ ქოლექშენი უმასპინძლებს. საახალწლო პროგრამის მიხედვით 31 დეკემბერს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი: იტალიური ივენთსააგენტო NuArt Events-თან თანამშრომლობით საახალწლო შოუ გაიმართება, საერთაშორისო მოცეკვავეების, მომღერლებისა და მსახიობების მონაწილეობით მუსიკალური და თეატრალიზებული ღონისძიება მოეწყობა, გაიმართება კოსტიუმირებული და საჰაერო წარმოდგენები. საღამოს გამართულ ვახშამზე “სილქ ჰოსფითალითის” ბრენდ-შეფი, ირაკლი ასათიანი საავტორო საახალწლო მენიუს წარმოადგენს. 31 დეკემბრის პროგრამას განსაკუთრებული გათამაშება დააგვირგვინებს, მუსიკალურად კი DJ სეტი გააფორმებს. 1-ელ იანვარს საახალწლო ბრანჩს გიგი პიანომენი გაუწევს აკომპანირებას. წინანდლის ჯადოსნურ ბაღში კი საახალწლო მარში გაიმართება. დღის ბოლოს, 2-დღიანი პროგრამის დასასრულს კი მუსიკალურ ნაწილზე ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი Library იზრუნებს. საახალწლო პროგრამის ფარგლებში თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ  საახალწლო ნაკრები 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. შეთავაზება კი შემდეგ სადებეტო ბარათებზე მოქმედებს: TBC Concept Visa Platinum, Visa Infinite, Visa Signature. დამატებით, ორი ან ორზე მეტი ნომრის ჯავშნის შემთხვევაში, მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ, ხოლო ჯავშნისათვის აუცილებელია კონცეპტ-ასისტენტისათვის მიმართვა.
405017864_380174487700796_230887912765708899_n.jpeg 734.01 KB
ლოპოტა სპა რეზორტში 2-დღიანი საახალწლო პროგრამის, “სულ სხვანაირი ახალი წლის” ფარგლებში 31 დეკემბერს გალა საღამო გაიმართება, სადაც ქართველი მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, სალიო, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი ახალ მუსიკალურ პროექტებს წარმოადგენენ. 1-ელ იანვარს კი ლოპოტას ტბის პირას მოწყობილ საშობაო სოფელში ბავშვებს დიჯეი, საცირკო წარმოდგენები და სხვადასხვა გასართობი დახვდებათ. საღამოს კი ლოპოტა სპა რეზორტზე არსებულ “შატო ბუერაში” ჯაზის საღამო გაიმართება, ხოლო “კახურ კუთხეში” ქართული პოლიფონიური მუსიკა აჟღერდება. თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში მომხმარებლები 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. საახალწლო ღონისძიებისა და მასთან დაკავშირებული შეთავაზების გარდა, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე თიბისი კონცეპტისა და Mastercard-ის კიდევ ერთი ერთობლივი შეთავაზებით, ნებისმიერი კატეგორიის ნომრის ჯავშნისას 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ეს შეთავაზება საახალწლო ღონისძიებაზე არ ვრცელდება. 
ამ სასტუმროების გარდა, სადაც ახალი წლის დღეების პერიოდში განსაკუთრებული ღონისძიებები იმართება, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ სპეციალური ფასდაკლებით საახალწლო ღამე, ისეთ სასტუმროებშიც გაატარონ, როგორებიცაა: რადისონ ბლუ ბათუმი, Dreamland ოაზისი და ყვარლის ტბის სასტუმრო.