31 დეკემბრის ღამეს თბილისში Falestra-სთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ჯგუფ ABBA Mania-ს კონცერტი გაიმართება. ახალი წლის ამ დაუვიწყარ ღამეს პოპმუსიკის ისტორიაში ყველა დროის ყველასთვის საყვარელი ჯგუფი, Tribute ABBA-ს უკვდავ ჰიტებს შეასრულებს. მათთან ერთად გამოვლენ ფრანგი დრამერი და კომპოზიტორი Cerrone და Dj Chinau, რომლებიც აგრეთვე თავიანთ ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიას ჟანრობრივი მრავალფეროვნება ელოდება, ამ ღამის მთავარი მოლოდინი, რა თქმა უნდა, Abba Mania-ს და Mamma mia-ს, Dancing Queen-ს თუ იმ სხვა სიმღერებს უკავშირდება, რომლებსაც ჯგუფი Tribute  თბილისში უამრავი მსმენელის წინაშე პირველად გააჟღერებს.

Abba_Mania_2018_1.png 1.69 MB

ამ ჯგუფის მიმართ ინტერესი თბილისშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც უცვლელია, გასაკვირი არცაა - ათეული წლები გავიდა ABBA-ს ბოლო გასტროლებიდან, თუმცა მათი შემოქმედებისადმი სიყვარული და ინტერესი კი ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს განელებულა. იმის გამო, რომ უბრალო მსმენელსა თუ ზოგადად, პოპკულტურაში შვედური პოპმუსიკის ამ ჯგუფს კვლავ დიდი ადგილი უჭირავს, რაზეც მეტყველებს ის, რომ მისი შთაგონებით იღებენ ფილმებს და უახლეს ფილმებშიც ხშირად იყენებენ ABBA-ს მუსიკას, Abba Mania-ს, როგორც Tribute-ის არსებობა, ამ ჯგუფზე და მის ჰიტებზე შეყვარებული მსმენელისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რადგანაც ის მთელი სიცხადით გვაბრუნებს წარსულში, როცა შვედური პოპ ჯგუფი თავისი წარმატების ზენიტში იყო.

VYYJLFPKWNMRDIDPUMWQRQMGN4.png 1.94 MB
Abba Mania 1999 წელს შეიქმნა, პირველი შოუ კი 2000 წელს გამართა, 2003 წელს მათ მიიღეს Radio Regenbogen-ის პრესტიჟული ჯილდო, რომლის წინა წლების გამარჯვებულები ისეთი მუსიკოსები იყვნენ, როგორებიცაა ტომ ჯონსი და Meatloaf. სწორედ ამ პერიოდში Mania The ABBA Tribute უკვე მთელ ევროპაში აწყობდა ტურნეებს, ევროპული თეატრების სალაროებში მათი კონცერტის ბილეთები ერთ დღეში იყიდებოდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, Schiller-ის თეატრში მათ ოცდაოთხი შოუ გამართეს, ასევე მიწვეულები იყვნენ მიუნხენში, Deutsches თეატრში და ლონდონში, Strand Theatre-ში, სადაც Abba-ს დაუვიწყარ კომპოზიციებს 18 კვირის განმავლობაში ასრულებდნენ.
ABBA-Mania-41-scaled.png 1.83 MB
დღეს Abba Mania-ს ჯგუფის წევრები არიან ინგლისელი მუსიკოსი ელისონ ვერდი, რომელიც ჯგუფს 2010 წელს შეუერთდა, ავსტრალიელი მომღერალი ემი ედვარდსი, ჯეიმს ალენი და ამერიკელი ჯეფ პიკი. მიუხედავად იმისა, რომ მათი მონაწილეობით ჯგუფს არაერთი წარმატებული სატელევიზიო თუ ლაივ პერფორმანსი გაუმართავს, მაყურებელს ყველაზე კარგად 2004 წლის სატელევიზიო შოუ ახსოვს, რომელსაც 11 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს, ეს კონცერტი ვატერლოოში, ევროვიზიის კონკურსზე ABBA-ს პირველი გამოჩენიდან 30 წლისთავს აღნიშნავდა, სადაც ჯგუფ Tribute-ის  წევრებთან ერთად, ABBA-ს ნამდვილი წევრები, მიუზიკლ Mamma Mia-ს ვარსკვლავები და თავად ლეგენდარული Bjorn Ulveaus  მონაწილეობდნენ.
ABBA-MANIA-cropped-scaled.png 1.35 MB
სასიხარულოა, რომ ამ ცნობილი ჯგუფის და კიდევ უფრო ცნობილი ჰიტების მოსმენა ქართველ მსმენელს ახალი წლის ღამეს შეეძლება, Falestra-ს ორგანიზებული საღამო, რომელიც მასტერქარდის წარდგენით და პრიმო ალდაგის, ზარაფხანას და სპარის სპონსორობით იმართება, ნამდვილად იდეალური შანსია მათთვის, ვისაც 2024 წლის პირველი დღის დაწყება გემოვნებიანი მუსიკით და მხიარული განწყობით უნდა.