Brunch by Gastronome - გასტრონომ ჯგუფის პროექტია, რომელიც უმაღლესი ხარისხის, ექსკლუზიურად Gastronome-ის პროდუქციით შექმნილ Takeaway მენიუს გთავაზობთ.

Screenshot 2024-01-10 at 15.47.42.png 1.43 MB
პროექტი ორიენტირებულია ჯანსაღ კვებაზე და ყველა გამოყენებული ინგრედიენტი შერჩეულია ევროპის წამყვანი მწარმოებლებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს კვების უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების უმაღლეს სტანდარტებს.
სალათი.png 1.87 MB
Brunch by Gastronome-ის მენიუ საგულდაგულოდ შეირჩა ყველა გემოვნების ადამიანისთვის. კერძები აერთიანებს ექსკლუზიურ გემოებს ევროპული და აზიური სამზარეულოებიდან და უმეტესად გათვლილია მაღალი კულტურის/განვითარებული გემოვნური თვისებების მქონე მომხმარებელთათვის - გურმანებისთვის.
Screenshot 2024-02-13 at 12.26.06.png 792.54 KB
მენიუში შეხვდებით სხვადასხვა სახეობის სალათას,  ბოულს, სენდვიჩს.  ექსკლუზიური შეთავაზება ასევე მოიცავს პუდინგებს, სმუზებს, ფრეშ წვენებს, ვიტამინშოთებს, ჩაის, უშაქრო და კლასიკურ დესერტს. ყავის მოყვარულთათვის განკუთვნილი გამორჩეული გემოს მქონე Specialty ყავის სახეობები La Marzocco-ს ბრენდის ყავის საკულტო აპარატით მზადდება.
IMG_9502.png 2.08 MB
თუ განსაკუთრებით გემრიელი და საუკეთესო ხარისხის პროდუქტით დამზადებული წასახემსებლების, სწრაფი კვების პროდუქტების, დესერტების თუ სასმელების დაგემოვნება გსურთ, შეგიძლიათ პროდუქცია Wolt-იდან გამოიძახოთ ან ეწვიოთ Gastronome-ის ფილიალებს, სადაც Brunch by Gastronome-ის სტენდები დაგხვდებათ.


მისამართები:  ვაჟა-ფშაველას გამზ. 22; ბელიაშვილის 27; აბაშიძის 65/67; 
City Mall, მე-2 სართული; პეტრე ქავთარაძის 1.