კოფეინი ნერვული სისტემის სტიმულატორია, რომელიც ყოველდღიურად ყავისა თუ ჩაის სახით ენერგიის მოსამატებლად, დასამშვიდებლად თუ უბრალოდ დილით ორგანიზმის გამოსაფხიზლებლად მიიღება. კოფეინი ჩვენი ორგანიზმის გამოღვიძებასთან ერთად, უდიდეს როლს კანის მოვლის სიჯანსაღეზე ზრუნვის საკითხშიც თამაშობს, თუმცა არაერთი ფინჯანი ყავის სახით, არამედ ამ ინგრედიენტით გაჯერებული და გამდიდრებული თვალის კრემებით. თვალის გარშემო არსებული კანი სახის დანარჩენ ნაწილთან შედარებით ყველაზე მეტად თხელია, ამიტომ გარემო პირობები, დაბინძურება, მზის სხივების მავნე ზემოქმედება თუ დაღლილობა ყველაზე მეტად სწორედ სახის ამ ნაწილებზე აისახება. კოფეინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რის გამოც იგი კანს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისაგან იცავს. ამასთან ერთად, აუმჯობესებს სისხლძარღვების მოქმედებასაც, ხოლო გაზრდილი სისხლის მიმოქცევა ანთების საწინააღმდეგო თვისებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, თვალის კრემი, რომლის ფორმულაც დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, ხელს უწყობს კანის გამოღვიძებას, გაჯანსაღებას, გაძლიერებასა და მუქი წრეებისა თუ შეშუპების პრევენციას. ამიტომ, თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიაში კოფეინი თვალის კრემების განუყოფელ, უპირველეს ინგრედიენტად იქცა, ისევე როგორც დამატენიანებელი საშუალებებისათვის ჰიალურონის მჟავა. ამ უპირატესობების გათვალისწინებით, Hammock წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო კოფეინის შემცველ თვალის კრემს, იმისათვის, რომ თქვენს თვალებს გაცილებით უფრო ჯანსაღი, მტკიცე და გამოცოცხლებული ვიზუალი ჰქონდეთ.
The Inkey List Caffeine Eye Cream
The Inkey List-ის კოფეინის თვალის კრემი დერმატოლოგების ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ამცირებს თვალის გარშემო მუქ წრეებსა და შეშუპებას. ამ ყველაფერთან ერთად ფორმულაში პეპტიდებისა და ჰიალურონის მჟავის შემადგენლობა კანს ტენიანობასაც ანიჭებს, რაც ხელს უშლის მის გამოშრობას და შედეგად წვრილი ხაზების წარმოქმნას.
BeautyStat C Eye Perfector Dark Circle Reducing Vitamin C Eye Cream
როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა ჯადოსნობის მოხდენა შეუძლია კოფეინის შემცველ თვალის კრემს, პირველ რიგში სწორედ ეს პროდუქტი უნდა ვახსენოთ. თუმცა, კოფეინთან ერთად BeautyStat-ის თვალის კრემი ვიტამინებისა და ინგრედიენტების მთელ რიგს შეიცავს, რაც შედეგს კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოსა და მყისიერს ხდის. ვიტამინი C-ს 5% იცავს კანს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისაგან და თვალის კონტურს გაცილებით უფრო მკვრივსა და გლუვს ხდის. გარდა ამისა, პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი მწვანე ჩაი, კოფეინის მსგავსად, ძლიერი ანტიოქსიდანტია, მათი ორმაგი დოზა კი უფრო მეტად უწყობს ხელს შეშუპებისა და ანთების შემცირებას.
Caudalie Vinoperfect Dark Circle Brightening Eye Cream
Caudalie-ის თვალის კრემი კოფეინის, ნიაცინამდისა და ბრენდის სავიზიტო ბარათად ქცეული ყურძნის ღეროდანაა მიღებული და ვინიფერინის სინთეზს წარმოადგენს. ვინიფერინი ვიტამინი C-ს შედარებით მსუბუქი ალტერნატივაა. შედეგად, პროდუქტის გამოყენება მგრძნობიარე ტიპის კანისთვისაც სრულებით მისაღებია. ყველა ამ ინგრედიენტთა ურთიერთქმედება კი სიმშრალეს, მუქ წრეებსა და შეშუპებას ებრძვის, სანაცვლოდ კი თვალის არე გამოცოცხლებული, ბზინვარე და მეტად ჯანსაღი ხდება.
Macrene Actives High Performance Eye Cream
მიუხედავად იმისა, რომ დერმატოლოგ მაკრენ ალექსიადესის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენება შედარებით უფრო ძვირი სიამოვნებაა, მათი ეფექტი და შემადგენლობა თითოეულ გადახდილ კუპიურას ნამდვილად იმსახურებს. მყისიერი მოქმედების თვალის კრემი კოფეინის სამ ფორმას, მათ შორის - yerba mate-ს, სამხრეთ ამერიკის მიწებზე გაზრდილ ჩაისაც შეიცავს. Macrene Actives-ის თვალის კრემი თითქმის 12 წლის განმავლობაში მუშავდებოდა და დღეს ხელმისაწვდომი პროდუქტი იდეალურად ატენიანებს, ამკვრივებს თვალის კონტურს და ხელს უწყობს შეშუპების, მუქი ლაქების, წვრილი ხაზებისა და ნაოჭების შემცირებას.
PURE Coffee Bean Caffeine Eye Cream (100%)
მწვანე ჩაი, მწვანე ყავა, ვიტამინი E, ალუბლის ექსტრაქტი და ვარდის ზეთი - ეს იმ ინგრედიენტთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც 100%-იანი PURE-ის კოფეინის თვალის კრემშია თავმოყრილი. შეშუპებისა და მუქი წრეების შემცირებასთან ერთად, პროდუქტი დაბერების საწინააღმდეგო ვიტამინების დახმარებით ხელს უწყობს კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებასაც.
Neutrogena Hydro Boost+ Caffeine Eye Gel Cream
Neutrogena-ს მულტიფუნქციური თვალის გელ-კრემი დაკისრებულ სამუშაოს იდეალურად ასრულებს. კოფეინთან ერთად ფორმულაში ჰიალურონის მჟავისა და პეპტიდური კომპლექსის არსებობა ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებასა და მის აღდგენას. მუქი წრეებისა და დაღლილობის ყველა სხვა ნიშნის გაქრობასთან ერთად, გელ-კრემი თვალის კონტურის გარშემო არსებული წვრილი ხაზების პრევენციასაც უწყობს ხელს.
ILIA Bright Start Retinol Alternative Brightening Eye Cream
მცენარეული რეტინოლის ალტერნატივით შექმნილი თვალის კრემი ატენიანებს, ამცირებს მუქ წრეებს, შეშუპებასა და ნაოჭებს. თუმცა, გარდა შეფუთვაში არსებული პროდუქტის ეფექტისა, მისი აპლიკატორიც შესანიშნავი მასაჟორია, რაც თვალის კონტურს მოდუნებისა და დამშვიდების საშუალებას აძლევს. ამიტომ, თვალის კრემის დასახელებაში სიკაშკაშე და ბზინვარება ტყუილად არ ფიგურირებს - კოფეინი, პეპტიდები, რეტინოლის ალტერნატივა, ავოკადოს ექსტრაქტი და კერამიკული აპლიკატორი ამ შედეგის ნამდვილი გარანტია.
CeraVe Skin Renewing Eye Cream
CeraVe-ს კანის განახლებისა და აღდგენისათვის განკუთვნილი თვალის კრემი დაბერების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა. დერმატოლოგების მიერ შემუშავებული ფორმულა, რომელიც კოფეინს, ნიაცინამიდს, ჰიალურონის მჟავასა და კერამიდებს შეიცავს, უზრუნველყოფს წვრილი ხაზების, ნაოჭების, შეშუპებისა და მუქი წრეების გაქრობასა და ვიზუალურ გაუმჯობესებას. შედეგად, კანი გაცილებით უფრო ახალგაზრდული, მკვრივი, გლუვი და სიცოცხლისუნარიანი ხდება.
Herbivore Super Nova (5%) THD Vitamin C + Caffeine Brightening Eye Cream
THD-ის, ვიტამინი C-ს ყველაზე ეფექტური ფორმით, კურკუმით, კოფეინითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი Herbivor-ის თვალის კრემი შესამჩნევად აუმჯობესებს თვალის გარშემო კანის ტექსტურას და ჩვენს სიაში არსებული სხვა პროდუქტების მსგავსად, შესანიშნავად ებრძვის მუქ წრეებსა და შეშუპებას. ამასთან ერთად, მისი გამოყენება რეკომენდებულია ქონსილერის ბაზადაც.
La Roche Posay PIGMENTCLAR EYE CREAM FOR DARK CIRCLES
ფრანგული ბრენდის, La Roche Posay-ის თვალის კრემი ამცირებს მუქი ფერის წრეებს და ხელს უწყობს მათი წარმოქმნის პრევენციას. გლიცერინის, ნიაცინამდისა და ბრენდის თერმული წყლის სინთეზი ატენიანებს და აღადგენს კანის ბარიერს. Ხოლო, საბოლოოდ ლითონის აპლიკატორი უზრუნველყოფს პროდუქტის სწრაფად შეწოვას და თვალის გარშემო მგრძნობიარე ზონის დამშვიდებას.
დაწერე კომენტარი