ხშირად ჩვენს ორგანიზმს გამართულად და უფრო უკეთ ფუნქციონირებისათვის დამხმარე ინდიკატორები სჭირდება. ვიტამინები ორგანული ნარევებია, რომლებიც ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას სახსრებისა და ძვლების, ასევე ენერგიის ასამაღლებლად ვიყენებთ. მაგრამ, როგორ მოვუაროთ თმას, კანსა და ფრჩხილებს ვიტამინების გამოყენებით? მათ მოსავლელად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განკუთვნილი მედიკამენტური საშუალებები საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებსაც შეუძლიათ შეავსონ და თავიდან აიცილონ ორგანიზმში საჭირო ვიტამინის დეფიციტი. როდესაც მკურნალობის პროცესში მსგავსი პროდუქტები ერთვებიან, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ მათში შემავალ ინგრედიენტებს, რადგან ხელოვნური დანამატები და ფილერები სარგებლის ნაცვლად ჩვენს ორგანიზმს ზიანს მოუტანს. გარემოს დაბინძურება, სტრესი, დიეტა და სხვა ყოველდღიური ფაქტორები ყველაზე მეტად სწორედ სხეულის ამ ნაწილებზე აისახება, ამიტომ Hammock  გთავაზობთ 5 საუკეთესო ვიტამინს კანის, თმისა და ფრჩხილების მოსავლელად

CallMeCollagen_PDP_Desktop_2.png 2.38 MB

Love Wellness Call Me Collagen


დერმატოლოგები ფხვნილის სახით გემოს გარეშე წარმოდგენილ ვიტამინებს გვირჩევენ. სწორედ ასეთია Love Wellness-ის კოლაგენი. მინარევებში შაქრისა და სპეციფიკური გემოს არარსებობა, სხეულის სიჯანსაღისათვის შექმნილი ვიტამინის მიღებას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ იგი აძლიერებს თმას, ასევე აუმჯობესებს კანის ზედაპირის სტრუქტურას და ხელს უწყობს ფრჩხილის ზრდასა და სიძლიერეს. კოლაგენი ასევე არ შეიცავს ნახშირწყლებს. 

GUEST_04ed02dd-796b-4928-9369-02addac75ee9.png 2.01 MB

Olly Undeniable Beauty Multivitamin Gummies


Olly თმის სტილისტების ფავორიტი ბრენდია, როდესაც საქმე თმის მოვლასა და მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას ეხება. Olly Undeniable Beauty Multivitamin Gummies აქტიური ინგრედიენტებით, ასევე ბიოტინითა და კერატინით გაჯერებული ვიტამინია, რომელიც თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღის გარანტიას ნებისმიერ შემთხვევაში იძლევა. იგი ასევე შეიცავს C ვიტამინს, რაც კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს. ამასთან ერთად, მედიკამენტის მიღება არომატის თვალსაზრისით გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე პირიქით არის. ვარდისფერი კაფსულები  ისეთ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული, როგორიცაა: ტკბილი კარტოფილი, ვაშლი, ალუბალი, მოცვი, ბოლოკი და სტაფილოს წვენი. ამიტომ მისი შეფერილობა და გემოც სწორედ მათი შემადგენელი ელემენტების დამსახურებაა, რის გამოც  სიჯანსაღესთან ერთად მისი პლუსი შესანიშნავი გემოც არის. 

71uL8aGzjPS._AC_SL1500_.png 1.98 MB
Womaness Active Glow


კლინიკურად შესწავლილი ინგრედიენტებით, როგორიც არის ბიოტინი, კერატინი, ჰიალურონის მჟავა, კურკუმასა და ბროწეულის ექსტრაქტისაგან მიღებული ოპტიმიზირებული კურკუმანი, თმას, კანსა და ფრჩხილებს ბუნებრივ სიჯანსაღეს სძენს. ეს დამხმარე დანამატი  როგორც გარეგნული, ისე შინაგანი სილამაზისა და სიჯანსაღის შეგრძნების საშუალებას იძლევა. იგი ებრძვის თხელ თმას, კანის გაუხეშებულ სტრუქტურასა და ბარიერს, აგრეთვე მტვრევად და დასუსტებულ ფრჩხილებს. დერმატოლოგებთან ერთად პროდუქტის დადებით თვისებებზე საუბრობენ გინეკოლოგებიც. ვიტამინი არ შეიცავს ჰორმონალურ დანამატებს, რის გამოც ორგანიზმში ჰორმონალური პროცესების აღრევა არ ხდება.

226909102_10158779965664405_4885307244015682947_n.png 2.03 MB
Briogeo B.Well


B.Well-ის ვიტამინები ერთ-ერთი საუკეთესოა ვეგანურ საკვებ დანამატებს შორის. ვიტამინი შეიცავს ომეგა 3-ის წყალმცენარეებისაგან გამოყვანილ უნიკალურ ვიტამინთა კომპლექსს, რომელიც კანის სიჯანსაღესთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით, იგი ასევე ხელს უწყობს აკნეს შედეგად გაღიზიანებული კანის დამშვიდებას. ვიტამინი შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან ინგრედიენტს, მათ შორის: ცინკს, ნატრიუმის ჰიალურონის მჟავასა და C ვიტამინს. მისი შემცველი დანამატი  - ბიოტინი, მნიშვნელოვნად აძლიერებს და აჯანსაღებს თმის სტრუქტურასაც. 

Hims-Supplements-CategoryPage-ShareImage.png 1.99 MB
Hims and Hers Multivitamin Gummies


ვიტამინთა უმეტესობას თავისი შემადგენლობით გენდერული მნიშვნელობისაა, თუმცა Hims and Hers Multivitamin Gummies შემთხვევაში საქმე უფრო მარტივად არის. Აღნიშნული ვიტამინის გამოყენება ნებისმიერი სქესის ადამიანს შეუძლია. იგი B ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავებით არის გაჯერებული, რაც მთელი ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ალუბლის არომატით დამზადებული ვიტამინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. თუ გაყოფილი თმის ბოლოები და ადვილად მტვრევადი ფრჩხილები თქვენი პრობლემაა, ეს საკვები დანამატი სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი. ასევე ბიოტინი დიდ როლს ასრულებს ამინომჟავების სინთეზში, ეს პროცესები ჩვენს ორგანიზმში დამხმარე ნივთიერების გარეშე ბუნებრივად არ მიმდინარეობს. Ბიოტინი კი ხელს უწყობს ამინომჟავა კერატინის გამომუშავებას. პროტეინი კი ჩვენი თმისათვის სამშენებლო ბლოკია და მას ჯანსაღ ბზინვარებას მატებს.