ფარელ უილიამსმა, როგორც Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა, ახალი კოლექცია კიდევ ერთი სანახაობრივი ჩვენებით 16 იანვარს პარიზში, Jardin d'acclimation-ში წარადგინა.  ეს მისი მესამე წარმატებული ჩვენებაა ლუი ვიტონისთვის, რომლის ინსპირაცია მშობლიური ვირჯინიაა.

მოდელები American Western დამახასიათებელი სტილით წარდგნენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია კოვბოის ჩექმები და ქუდები, ტყავისა და ჯინსის მრავალფეროვანი ლუქები.

Louis Vuitton ფარელის კრეატიული დირექტორობის პერიოდში ჩაცმის ამერიკული, დასავლური ტრადიციის მიხედვით ვითარდება და განსაკუთრებული ტექნიკით, და ამ კულტურული გავლენით მდიდარ, გამორჩეულ კოლექციას გვთავაზობს.

ჩვენებაზე ასევე ვიხილეთ Louis Vuitton-ის კლასიკური ჩანთების რამდენიმე ახალი ვერსია, რომელთაგანაც გამორჩეულია Speedy-ის საკულტო ჩანთა ახალი ელფერით.   

ახალ კოლექციაში ისეთ ტექნიკას ვხვდებით, როგორიცაა ხელით მხატვრობა და ქარგვა - ძვირფასი თვლები და სიმბოლოები უნიკალურობას სძენს ნივთებს. 

ჩვენებაზე ასევე ვიხილეთ Native Voices of Resistance-ის პერფორმანსი, ჯგუფის, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკელი მუსიკოსებისგან შედგება. 


ფოტოების წყარო: Vogue