Louis Vuitton-ის მოდის სახლი სულ მალე პარიზში ახალ სასტუმროს გახსნის. Champs-Élysées-ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო, რომლის ფასადიც Louis Vuitton-ის ცნობილი Trunk ჩანთის ფორმას იმეორებს, ოფიციალურად 2026 წელს გაიხსნება. სასტუმრო ზუსტად Louis Vuitton-ის ყველაზე დიდი მაღაზიის გვერდით მდებარეობს და 6000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა აგებული.
წარსულში, ოცი წლის განმავლობაში, შენობა HSBC ბანკს ეკავა, თუმცა ისტორიულად ეს ადგილი Christian Dior-ის მაღაზიას ეთმობოდა, 1898 წლიდან ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო, მომდევნო წლებში კი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ.
Louis Vuitton-ის არჩევანი, რომ ბრენდს პარიზში სასტუმრო გაეხსნა, როგორც თავადვე განმარტავენ, მოდის სახლის ისტორიულ ფრანგულ ფესვებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, იგი როგორც LVMH-ის გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი, საკუთარი პოზიციების გამყარებას სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაშიც ცდილობს, რაც LVMH-ისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბრენდის პირველადი კონცეფცია.
დაწერე კომენტარი