Window Project რუსთაველის 37-ში კარო იოსტის PUBLIC PAINTINGS წარმოგიდგენთ.
სარეკლამო ბანერზე ორ ნამუშევარს ნახავთ, რომლებიც მოიცავს შაბლონებს - სარეკლამო კურსებს, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში, გარკვეულ სამუშაოში კვალიფიკაციის ამაღლებაში ან თვითგანვითარების ინსტრუქციების დახმარებით კონკრეტული მიზნების მიღწევაში.
2001 წლით დათარიღებული შაბლონები იოსტმა ნიუ-იორკში შეაგროვა და 2020 წელს ტილოზე გადაიტანა, შენიღბული, მხატვრული ფორმით.
მან გამიზნულად გამოკვეთა ტექსტის კონკრეტული მონაკვეთები, სიტყვები და წინადადებები.
იოსკის მხატვრული ინტერვენცია აისახება ირონიულ, ტექსტურ ანალიზში: უსასრულოდ თანამედროვე თემა საკუთარი თავის განვითარების შესახებ, წარმატებისა და ბედნიერებისთვის ფორმირებულ საზოგადოებაში. (In a society shaped up for success and happines)
კარო იოსტი მიუნხენსა და ნიუ-იორკში მოღვაწეობს, ლიტერატურისა და სამართლის შესწავლის შემდეგ, მან მხატვრული განათლება ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში, ნიუ-იორკში დაიწყო და მიუნხენის ხელოვნების აკადემიაში გააგრძელა, პროფესორ ჟან-მარკ ბუსტამანტესთან და ფლორიან პუმჰოლსთან.
2020-21 წლებში იოსტმა პოლოკ-კრასნერის ფონდის გრანტი მიიღო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მხატვრების პროექტისთვის.
ფოტოების წყარო: Window Project
დაწერე კომენტარი