ამერიკელი დიზაინერი - ტომ ფორდი, რომელსაც მსოფლიო მოდის სფეროში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, 2006 წლიდან დღემდე გამორჩეული არომატის უძვირფასესი სუნამოებით გვანებივრებს.
IMG_3072.png1.6 MB2023 წლის ბოლოს ტომ ფორდმა ახალი სუნამო - Vanilla Sex გამოუშვა, Private Blend კოლექციის კიდევ ერთი განსაკუთრებული, უნისექს სურნელით. სუნამოს სახელწოდება თავად გვეუბნება, რომ მთავარ ნოტებში ვანილის აფეთქებაა და სწორედ გამორჩეულ სურნელს Vanilla Tincture India ქმნის, რომელიც სპეციალურად შეიქმნა Vanilla Sex-ისთვის, ასევე მოლეკულა - Ultravanil, რომელსაც სურნელში შემოაქვს ის დეტალები, რაც ასე ძალიან უყვარს ვანილის სუნამოების მომხმარებელს. მოლეკულა - Ultravanil-ს მიმზიდველი ტონკას აბსოლუტი და მარადიული სანდალის ხის ნოტი ერწყმის, რომელიც თბება იდუმალი ყვავილებისა და ნუშის ესენციით. ოდნავ ხილის და ყვავილოვანი, პუდრისებრი, ნუშისა და ტკბილი ვანილის ნოტები ქმნის სწორედ იმ სურნელს, რომელიც ტომ ფორდის ხელწერისთვისაა დამახასიათებელი და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, განსაკუთრებით კი ტკბილი და ე.წ. გურმანული სუნამოების მოყვარულებისთვის. სუნამოს ბოთლი ფორდის დიზაინის ექსკლუზიური ხაზის გაგრძელებაა ღია, ნაზი ოქროსფერი ფერით.IMG_3082.png1.91 MBტომ ფორდის პარფიუმერული თავგადასავალი დღესდღეობით 14 კოლექციისგან შედგება და 124 სუნამოს აერთიანებს. ბრენდი თანამშრომლობს ისეთ პარფიუმერებთან, როგორებიც არიან: David Apel, Pierre Negrin, Calice Becker, Sonia Constant, Yann Vasnier, Shyamala Maisondieu.
უნიკალური კოლექციებიდან რამდენიმე გამორჩეულ, მსოფლიოში პოპულარულ და მოთხოვნად სუნამოებზე მოგიყვებით.
IMG_3076.png198.71 KBტომ ფორდის პირველი ლეგენდარული არომატი - Black Orchid არის სუნამო, რომლითაც დაიწყო და შეიქმნა ტომ ფორდის პარფიუმერული ისტორია 2006 წელს, ამავე სახელწოდების კოლექციაში სუნამო სხვადასხვა ინტერპრეტაციით არის გამოშვებული. მკვეთრი ორქიდეა, ილანგ-ილანგის ყვავილების სურნელით, ტრიუფელით, შავი შოკოლადისა და ვანილის ჰარმონიული ნაზავით ქმნის თანამედროვე საკულტო სურნელს. ტომ ფორდმა წლების წინ ლეგენდარულ სუნამოზე კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ მოახერხა და დაიჭირა ის სურნელოვანი მოლეკულა, რომელსაც ძალიან იშვიათად აფრქვევს ორქიდეა ყვავილის გაშლისას. სუნამო დღემდე პირველობას ინარჩუნებს მის კოლექციაში.I-046418-A1-TomFord-TobaccoVanille50ml.png1.1 MBროდესაც ვანილის ინტენსიურ ნოტებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დაგვავიწყდეს ტომ ფორდის საკულტო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუნამო - Tobacco Vanille - თამბაქოსა და ვანილის ნაზავი, ტონკას მარცვლებით, ხის ნოტებითა და სხვადასხვა ხილის ჩირის ექსტრაქტით, რომელიც ისევე როგორც Vanilla Sex შექმნილია Private Blend კოლექციისთვის, ქალისა და მამაკაცისთვის. ინგლისელ ჯენტლმენთა კლუბის განსაკუთრებული სიყვარული ლონდონის მიმართ ტომ ფორდისთვის ამ სუნამოს შექმნის ინსპირაცია აღმოჩნდა. tom ford indybest.png243.67 KB
Private Blend კოლექციის სუნამოებიდან ყველაზე მოთხოვნადს შორის არის: Lost Cherry, Fucking Fabulous, Bitter Peach, Venetian Bergamot. ეს უნისექს არომატები მამაკაცზე განსხვავებული მამაკაცური შტრიხებით, ხოლო ქალბატონებზე ქალური თვისებებით გამოირჩევა, რის მისაღწევადაც პარფიუმერის უდიდესი შრომა და გამორჩეული ფანტაზიის უნარია საჭირო.
IMG_3078.jpeg150.82 KBLost Cherry - არომატული ელექსირი თავბრუდამხვევი იაპონური ალუბლის სურნელით არის გაჯერებული. ნუშის პიკანტური ნოტი, ტონკას მარცვლებთან ერთად, სამეფო, თურქული ვარდის სურნელს ერწყმის და აღმოსავლური კონტრასტული არომატის მაცდურ თავგადასავალს ქმნის, რასაც რომისა და კონიაკის დამახასიათებელი ნოტებიც უწყობს ხელს.IMG_3079.png606.46 KBრაც შეეხება, ბერგამოტის ინტერპრეტაციით შექმნილ უნისექს სუნამო Venetian Bergamot-ს, გარდა მთავარი ბერგამოტისა, ილანგ-ინალგის, ტონკას მარცვლების, ჯინჯერის, ქიშმირის, სანდლის ხისა და ვარდისფერი წიწაკის ნოტებს მაგნოლიას თავბრუდამხვევ სურნელთან ერთად შეხვდებით.IMG_3080.png1.71 MBმომაჯადოებელი ხილისა და ყვავილების კომპოზიცია - Bitter Peach კი ტკბილი, ცოტათი იდუმალი და მდიდრული არომატია, რომელიც ატმის ნოტით იხსნება და მოჰყვება სიცილიური წითელი ფორთოხლის პიკანტური და ყვავილოვანი აკორდები. IMG_3081.png1.08 MBFucking Fabulous - ხშირად უწოდებენ საუკუნის სკანდალურ არომატს, რომელშიც ნუშის ზეთის, ტყავის, ზამბახისა და ქიშმირის ნოტებია. თავად ტომ ფორდი სუნამოს აფეთქებას უწოდებს და ამბობს, რომ სურნელი სრულიად შეესაბამება მარტივ, მაგრამ ყველაფრის მთქმელ სახელწოდებას.vogue-september-tom-ford-01.png1.07 MBტომ ფორდის თითოეული სუნამო ქალბატონსა თუ მამაკაცს თავდაჯერებულობას მატებს და ყოველი ნოტი უძვირფასესი, უმაღლესი ხარისხისაა, რაც განაპირობებს იმას, რომ სუნამოები არასდროს კარგავს აქტუალურობას, მუდმივად ყურადღების ცენტრშია და ყველა ახალი სუნამო გაყიდვის რაოდენობით გამოირჩევა, მათ შორის ახალი - Vanilla Sex, რომელსაც უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს.
დაწერე კომენტარი