მზისგან დამცავი ერთ-ერთი ის პროდუქტია, რომელიც თითოეული ადამიანის დღის რუტინის აუცილებელ კომპონენტს უნდა წარმოადგენდეს. ულტრაიისფერი სხივები კანის დაბერებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნის პროცესებს აჩქარებს. ამიტომ წელიწადის ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, თუ მზე თვალით უხილავად გვეჩვენება, აუცილებელია თავის მოვლის ბოლო საფეხური სწორედ მზისგან დამცავი იყოს. მზისგან დამცავები რამდენიმე ფორმით არსებობს: კრემის, გელის, ლოსიონის, სპრეისა და ე.წ. სტიკის სახით. გელის ფორმით წარმოდგენილი მზისგან დამცავები ყველაზე კარგი ცხიმიანი კანის ტიპისათვის არის, რადგან სახეზე ცხიმოვან ეფექტს არ ტოვებს და ზედმეტი წებოვნებაც არ ახასიათებს. მაგრამ როგორ შევარჩიოთ სწორი ფორმულა მშრალი კანისათვის? Hammock გთავაზობთ 5 საუკეთესო მზისგან დამცავს მშრალი ტიპის კანისათვის, რომლებიც იცავს და ამავდროულად, ღრმად ატენიანებს კანს.

27839.png 770.02 KB

CeraVe Facial Moisturizing Lotion with Sunscreen SPF 30


თუ ნაზი ტექსტურის მქონე, ყოველდღიური გამოყენებისათვის განკუთვნილ მზისგან დამცავ კრემს ეძებთ CeraVe Facial Moisturizing Lotion with Sunscreen SPF 30 შესაფერისი არჩევანია. პროდუქტი შეიცავს კერამიდებს - ცხიმოვანი მჟავების ჯაჭვებს. ისინი ერთად ქმნიან ლიპიდებს, რომლებიც გავრცელებულია კანის ზედა ფენაზე და ბარიერის აღდგენას, უჯრედების ერთად შეკავებასა და ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, პროდუქტი 30%-ით იცავს კანს მზისგან და, ყველა სხვა დადებით ეფექტთან ერთად, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგანაც. 

supergoop-glow-stick-spf-50.png 359.76 KB

Supergoop Glow Stick SPF 50 Sunscreen

 

Supergoop ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია, როდესაც საქმე მზისგან დამცავებს ეხება. კომპანია რამდენიმე სახის პროდუქტს აწარმოებს და ნებისმიერი კანის ტიპის მქონე ადამიანს განსხვავებულ ფორმულას სთავაზობს. Supergoop Glow Stick SPF 50 Sunscreen მშრალი კანისათვის შექმნილი მზისგან დამცავი ე.წ. სტიკია. შემადგენელ სასარგებლო ინგრედიენტებთან ერთად, როგორებიც არის: ტამანუსა და პრაქასის ზეთები, მისი კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ გამოყენება ნებისმიერ დროსა და ადგილას არის შესაძლებელი, რადგან კრემის სტრუქტურა არ აქვს. აპლიკატორის საშუალებით მზისგან დამცავის გამოყენება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ამიტომ მშრალი კანის ტიპის მქონე ადამიანებისათვის, რომლებიც დერმატოლოგების რჩევებს მიჰყვებიან და მზისგან დამცავ საშუალებებს დღის განმავლობაში რამდენჯერმეც კი იყენებენ, ეს პროდუქტი იდეალურია.

Screenshot 2024-02-27 at 16.21.01.png 893.28 KB

Paula's Choice RESIST Skin Restoring Moisturizer


Paula’s Choice-ის RESIST Skin Restoring Moisturizer  იმ ადამიანებისათვის არის შექმნილი, რომლებიც მრავალფუნქციური პროდუქტების მოყვარულები არიან. იგი ერთდროულად დამატენიანებლის, მზისგან დამცავისა და ანტიასაკობრივი კრემის ფუნქციასაც ითავსებს. დამზადებულია შიის კარაქისა და ნიაცინამიდის ნაზავით, ხელს უწყობს ნაოჭების, წვრილი ხაზებისა და დაბერების სხვა ნიშნების შემცირებას. ასევე, UVA და UVB  ხელს უწყობს კანის დაცვას მზის სხივებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტექსტურა და ფორმულა საკმაოდ მსუბუქია, მშრალ კანს ღრმად ატენიანებს და მას უფრო რბილსა და გლუვს ხდის. 

5d0yC9NAZw1A687Ekhn1boTaYhzVSQ9sNgW7rBDm.png 307.6 KB

La Roche-Posay Anthelios Clear Skin Dry Touch Sunscreen


The La Roche-Posay Anthelios Clear Skin Dry Touch Sunscreen SPF 60 - უახლესი მზისგან დამცავი საშუალებაა, რომელიც კანის მზის სხივებისაგან მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ტექსტურა სწრაფად და მარტივად შეიწოვება კანზე და არ ტოვებს თეთრი ფერის შეფერილობას. მისი ფორმულა მოიცავს UVA/UVB სისტემას, რაც კანს დაბერებისა და ულტრაიისფერი მზის სხივებისაგან იცავს. 60%-იან SPF  შემცველობა იმის გარანტია, რომ კანის ჯანმრთელობასა და მზეზე ყოფნის დროს მის დამწვრობაზე ფიქრი ნამდვილად აღარ მოგიწევთ.

Neutrogena-Ultra-Sheer-Dry-Touch-Sunblock-SPF-50-Helioplex-Pa-118ml-1.png 327.96 KB

Neutrogena Ultra Sheer Sunscreen SPF 50


დამღლელი დღის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი დატენიანებული კანის შენარჩუნებაა. მშრალი კანის ტიპის მქონე ადამიანებისათვის ეს სწორად შერჩეული დამატენიანებლის გარეშე შეუძლებელ მისიას წარმოადგენს. Neutrogena Ultra Sheer Sunscreen SPF 50 ყველა ტიპის კანისათვის იდეალური საშუალებაა, რომლის თხელი და მსუბუქი ტექსტურაც კანს ღრმად ატენიანებს და მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგანაც იცავს.