პარიზში, ისტორიულ The Dôme des Invalides-ში Balenciaga-ს 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელშიც შემოქმედებითა ხელმძღვანელმა - დემნა გვასალიამ ერთგვარი სატირული ხედვა კონსუმერიზმის შესახებ და ამჟამინდელი რეალობა, ყოველდღიური ცხოვრება წარმოადგინა, რაც ციფრული სიჭარბით განისაზღვრება.
როგორც დემნამ აღნიშნა, ეს კოლექცია არის მოგზაურობა იმ ესთეტიკაში, რომელსაც უკვე ათი წელია ავითარებს მოდის ინდუსტრიაში. მან 70-ზე მეტი ლუქი შექმნა ისეთი ელემენტებით, როგორიცაა საკინძებითა და ჯაჭვებით მორთული ჯინსები, სილიკონის თვალის ნიღბები, ჩოკერები, პლასტმასის თავსაბურავები, მაქმანებიანი გამაშები და იტალიური „Ciao Bello“ პერანგები, სვიტერები კი წარწერით ,,Keep calm and wear this Balenciaga sweater".
ჩვენებას კიმ კარდაშიანი ესწრებოდა, რომელიც ბრენდის ოფიციალური ამბასადორია, მასთან ერთად წინა რიგებში ვიხილეთ სალმა ჰაიეკი, ლუკა საბატი, ამელია გრეი, რეიჩელ სენოტი, სერენა უილიამსი, ჯუიონი THE BOYZ-იდან, PP Krit და სხვები.
ამავდროულად, Balenciaga-ს ონლაინ გაყიდვების უდიდეს კომპანია - Ebay-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, თითოეულმა სტუმარმა Ebay-ზე ზედმიწევნით შერჩეული საჩუქარი მიიღო, მათ შორის - ფაიფურის თოჯინები, ვერცხლის თეფშები და სასანთლეები, ვინტაჟური საყურეები, იშვიათი Vogue გამოცემები, შარფები და სხვა.
ფოტოების წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი