8 მარტს ქართველი შემსრულებელი, მუსიკოსი და პროდიუსერი - Creams -  ნათია ჭიჭინაძე კლუბ Nips-ის სცენას დაიკავებს. საღამოს Creams-თან ერთად გააფორმებენ შემსრულებლები: Kordz, ვოკალური დუო - Gabiskiriamalia & Ttamrika, კონტრტენორი - მიხეილ აბრამიშვილი, ხოლო საღამოს დახურავენ Leda & Weuweueu.

Creams-ის პირველი კომპოზიცია - “Die 4 You” 2019 წელს გამოვიდა. ის გახდა ერთი-ერთი ყველაზე ჰიპნოზური შემსრულებელი თავისი მუსიკითა და სტილით, რომელიც Left-field Electro Pop ჟღერადობის მუსიკას ქმნის, Dark პოპისა და მსუბუქი ბითების შერწყმას. 

Creams-ის მუსიკალურ კარიერას არაერთი კომპოზიცია ამშვენებს  და საერთაშორისო წარმატებაც მოიპოვა. მისი კომპოზიცია პოპულარული სერიალის - ,,ლუციფერის" ერთ-ერთ ეპიზოდში აღმოჩნდა, თანამშრომლობს ამერიკულ ხმის ჩამწერ სტუდიასთან, 2020 წლიდან არტისტს Sony Music Group-ის AWAL Records წარმოადგენს. 


კონცერტის დეტალები იხილეთ ბმულზე- https://nips.ge/events/creams/


ფოტოების წყარო: Nips