27 თებერვალს დუბაიში, ICD Brookfield Place-ში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით "Chiaroscuro", რომელიც შეისწავლის სინათლისა და სიბნელის ურთიერთკავშირს საერთაშორისო ხელოვანებისა და დიზაინერების ნამუშევრებით. გამოფენას წარადგენს ICD Brookfield Place Arts Carpenters Workshop Gallery-სთან პარტნიორობითა და მიშელ ლამის კურატორობით.
გამოფენა შთაგონებულია დუბაის უდაბნოს კონტრასტული პეიზაჟით, მისი დრამატული გადასვლებით დღიდან ღამეში, რაც ცხადყოფს მიშელ ლამისა და ICD Brookfield Place Arts-ის კურატორის - მალაკ აბუ-ქაუდის გზავნილს, რომ სინათლე და სიბნელე ვერ იარსებებს ერთმანეთის გარეშე.
საგამოფენო სივრცე დაყოფილია სექციებად, რომლებიც სწორედ სიბნელესა და სინათლეს წარმოადგენს. ,,სიბნელის’’ იდუმალ სივრცეში ბრინჯაოსა და ქვისგან დამზადებული ნამუშევრებია წარმოდგენილი, მათ შორის Atelier Van Lieshout-ის, Wendell Castle-სა და რიკ ოუენსის.
"სინათლე" იკვლევს განათების ძალას, შუშით, ლითონითა და სხვა ტრანსფორმაციული მედიუმებით, რომლის ფარგლებშიც გამოფენაზე წარმოდგენილია Khalid Zaki-ს თეთრი კარარას, მარმარილოს სკულპტურა,,Serena” და ვინჩენცო დე კოტისის აბსტრაქტული მარმარილოს თაღები.
ასევე შეხვდებით რეგიონული ხელოვანების ისეთ ნამუშევრებს, როგორიცაა, მაგალითად, ლატიფა საიდის "Braided", არაბეთის გაერთიანებული საემიროების კონცეპტუალური მხატვრის - ზეინაბ ალჰაშემის Camouflage, დიზაინერის, ომარ ალ გურგის ინტერაქციული Spike სკულპტურები და ნაჩო კარბონელის ინსტალაცია “Inside A Forest cloud”.
დაწერე კომენტარი