ქართველმა მუსიკოსებმა - Creams - ნათია ჭიჭინაძემ და Kordz - ალექსანდრე კორძაიამ მსმენელს ახალი, ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს, რომელიც Creams-ის შარშან გამოშვებული სინგლის - Need to talk-ის ახლებური, რემიქსით შექმნილი ვერსიაა.
Need to talk-ის ახალი ვერსიის დებიუტი Creams-ის ლაივ კონცერტზე შედგა, რომელიც 8 მარტს Nips-ში გაიმართა და ახლა უკვე მსმენელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა პლატფორმაზე მოისმინოს.
შემსრულებლებმა Need to talk-ისთვის შექმნილი პოსტერი გამოაქვეყნეს, რომელიც თათა მანაგაძეს ეკუთვნის.
ფოტოს წყარო: Creams
დაწერე კომენტარი