მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Models.com-ის 50 ყველაზე წარმატებულ, გამორჩეულ ახალგაზრდა მოდელთა სიაში დასახელდა. საერთაშორისო პლატფორმაზე სიაში ისეთი რეიტინგული მოდელები ხვდებიან, რომლებიც ცნობილი ბრენდების ჩვენებებსა და კამპანიებში მონაწილეობენ, იქცევენ სხვადასხვა ჟურნალების, გამოცემებისა და ფოტოგრაფების ყურადღებას და აქვთ რეალური შანსი გახდნენ მსოფლიო სუპერმოდელები.
ქართველმა მოდელმა მიმდინარე წელს უკვე ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Gucci, Dior, Altuzarra, Louis Vuitton, Calvin Klein. ასევე, მოხვდა Vogue Netherlands-ისა და Self Service ჟურნალების გარეკანებზე.
ფოტოების წყარო: Art Partner
დაწერე კომენტარი