მილანის დიზაინის კვირეული ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც დიზაინის სფეროში ყველაზე მასშტაბური მოვლენაა და სხვადასხვა გამოფენებს, ვორქშოფებს, ინსტალაციების სერიას, სემინარებსა და Pop-up-ებს მოიცავს. წლევანდელ მილანის დიზაინის კვირეულს, რომელიც 16-დან 21 აპრილის ჩათვლით გაიმართება, Hammock Magazine პირველად გააშუქებს თიბისი კონცეპტთან ერთად, რასაც ინსტაგრამის Story-ებში და Reels-ების სახით იხილავთ. მილანის დიზაინის კვირეულის ისტორია 1961 წელს დაიწყო და მას შემდეგ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ავეჯისა და დიზაინის სექტორის პოპულარიზაციასა და ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. 2024 წლის კვირეულის ფარგლებში კი 62-ე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, რომელიც 2000-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს.
არქიტექტორებისა და დიზაინერების აქტივობების, მათი ნამუშევრების წარმოდგენის მთავარი ადგილები Salone del Mobile Rho Fiera-დან დაწყებული ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და ლოკაციებს მოიცავს. Salone Internazionale del Mobile არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც აერთიანებს სახლის ინტერიერისა და ავეჯის ბრენდებს მთელი მსოფლიოდან და ყოველწლიურად Rho Fiera Exhibition Halls-ში ტარდება.
წელს სპეციალური საგამოფენო სივრცეს მოაწყობს როგორც EuroCucina, ისე Lombardini-22. კინორეჟისორი დევიდ ლინჩი წარმოადგენს იმერსიულ ინსტალაციას, ხოლო იტალიელი დიზაინერები - ანდრეა ტრიმარჩი და სიმონე ფარესინი, ცნობილი Formafantasma-ს სახელით, მონაწილეობას მიიღებენ Drafting Futures Arena-ს, Salone Library-ს და Corraini Mobile Bookshop-ის შექმნაში.
დიზაინის კვირეულზე შეხვდებით Rooms Studio-ს ნამუშევრებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება Lanvin-ის ბუტიკში და გამოფენას Bedroom, რომელიც 5VIE-ზე სტუდიის საძინებლების ახალ კოლექციას მოიცავს. ასევე იხილავთ Idaaf Architects-ის შავი ფერის ხის სკამს და ტერაონიქსის ქვის კონსოლს Element კოლექციიდან. დიზაინის კვირეულზე შეხვდებით Rooms Studio-ს ნამუშევრებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება Lanvin-ის ბუტიკში და გამოფენას Bedroom, რომელიც 5VIE-ზე სტუდიის საძინებლების ახალ კოლექციას მოიცავს. ასევე იხილავთ Idaaf Architects-ის გამოფენას სახელწოდებით WE WERE HERE, რომელიც დიზაინერების - Joris Verstrepen და Jiin Yoon-ის კურატორობით გაიმართება და წარმოდგენილი იქნება საკოლექციო ავეჯისა და ობიექტების მრავალფეროვანი არჩევანი, ბუნებრივი მასალებითა და სკულპტურული ფორმებით.
ინსტალაციებისა და გამოფენების გარდა, წლევანდელი კვირეული მოიცავს მოლაპარაკებისა და მრგვალი მაგიდის ვრცელ პროგრამას, სახელწოდებით "Drafting Futures. Conversations about Next Perspectives", ანალიზა როსოს კურატორობით.
Dropcity, რომელიც თავდაპირველად არქიტექტორმა ანდრეა კაპუტომ მოაწყო 2018 წელს, როგორც ალტერნატიული დიზაინისა და არქიტექტურის კვლევის კერა გლობალური კრიზისების ფონზე, უმასპინძლებს მრავალფეროვან გამოფენებს, ინსტალაციებს, ლექციებსა და სემინარებს. მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში ცენტრი იწვევს ინოვაციურ კომპანიებსა და პროფესიონალებს, რათა დაფიქრდნენ არქიტექტურასა და დიზაინში პროგრესის თემაზე. საჯარო ლექციების პროგრამა, რომელსაც კურირებს ანეკე აბჰელახი, მოიცავს ისეთი მომხსენებლების გამოსვლას, როგორებიც არიან სემ ჩერმაიფი WE+ ტოკიოდან, სეულში დაფუძნებული კომპანია Archimosphere, Adam Stech, WASP 3D printing, XL Extralight, Muthesius University, Fake Authentic და SOCII კოლექტივი თბილისიდან.
Porta Venezia არის მილანის კოსმოპოლიტური უბანი, რომელშიც წარმოდგენილია არქიტექტურის, ადგილობრივი ისტორიისა და ეთნიკური კულტურების მრავალფეროვნება. Fuorisalone-ის წლევანდელი საქმიანობისთვის Porta Venezia Design District მასპინძლობს გამოფენებისა და ინსტალაციების მთელ სერიას, კონცეფციით "EverythinK is design".
Palazzo del Senato-ში, Studio Kohler ამზადებს ფართომასშტაბიან ინსტალაციას, სახელწოდებით "Terminal 02", რომელიც შემუშავებულია მხატვარ-დიზაინერ სამუელ როსთან და მის სტუდია SR_A-სთან ერთად. გარდა ამისა, „Inspired in Barcelona: Terra Rosa“ წარმოადგენს კოლექტიურ ინსტალაციას, შექმნილს და ხელახლა ინტერპრეტირებულს 15 კატალონიელი დიზაინერის მიერ.
ყოველწლიურად, მილანის დიზაინის კვირეულის განმავლობაში, Università degli Studi di Milano ხსნის თავის ეზოს Ca' Granda-ს, რათა უმასპინძლოს ღონისძიებებს, მათ შორის Fuorisalone-ის გამოფენას - "Interni". წელს Furiosalone-ის ერთ-ერთი ნამუშევარი დროებითი ინსტალაცია, სახელწოდებით Stone Grove იქნება, რომელიც შექმნილია Kengo Kuma & Associates-ის მიერ Quarella-სთან თანამშრომლობით.
დაწერე კომენტარი