Calvin Klein-მა 2024 წლის ახალი Pride კოლექცია წარადგინა, რომელსაც კამპანია, სახელწოდებით - This is Love მიეძღვნა. ახალი კამპანია, რომლის სახეები კარა დელევინი და ჯერემი პოპი არიან, ფოტოგრაფმა გორდონ ფონ შტაინერმა გადაიღო.
ახალი Pride კოლექცია წარმოადგენს Calvin Klein-ის კლასიკურ თეთრეულსა და სამოსს - ცნობილ Intense Power-ის თეთრეულს ცისარტყელას ფერთა პალიტრა აფორმებს, ხოლო სამოსი მონოგრამული ფერების წარწერებითა და ლოგოთია წარმოდგენილი.
Calvin Klein-ის კამპანია აღნიშნავს ერთგულებას ინკლუზიურობისა და სოციალური სამართლიანობისადმი, ბრენდის თანამშრომლობა Transgender Law Center და ILGA World-თან ხაზს უსვამს პატივისცემასა და მხარდაჭერას LGBTQ+ საზოგადოების მიმართ. ორგანიზაციებთან კოლაბორაციით შექმნილი ლიმიტირებული მაისურები ახალი კოლექციის ნაწილია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ისე მაღაზიებში, მარაგების ამოწურვამდე.
This is Love კამპანიის ფარგლებში, ფოტოებთან ერთად, Calvin Klein-მა ახალი კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც გადაღებულია Crystal Waters-ის სიმღერაზე - “100% Pure Love”.
გარდა კარა დელევინის და ჯერემი პოპისა, კამპანიაში მოდელები და მოცეკვავეები - სტელა მაქსველი, გრეტა ჰოფერი, ტინგლი ლიუ, მონე ლორენი, ჩარლი კნეპერი, ვინსონ ფრეილი, Janick Heilijgers, დიეგო პასილასი და Mauro van de Kerkhof მონაწილეობენ.
ფოტოს წყარო: Calvin Klein
დაწერე კომენტარი