ლონდონში მდებარე Frieze-ის საგამოფენო სივრცე, 12 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა გალერიის მიერ წარმოდგენილ ქართული ხელოვანების ნამუშევრებს, გამოფენას სახელწოდებით - “Tbilisi Independent”-ს უმასპინძლებს. დამთვალიერებელი იხილავს საქართველოში დაფუძნებული - CH64 Gallery-ის, The Why Not Gallery-ის, 4710-ის, E.A. Shared Space-ის, Maudi-ისა და Reach Art Visual-ის ექსპოზიციებს.
საგამოფენო სვრცეში გალერეები წარმოადგენენ მრავალფეროვან და გამორჩეულ ნამუშევრებს, რომლებიც ეკუთვნით ისეთ ქართველ ხელოვანებს, როგორებიც არიან - ალექსანდრე ბანძელაძე, თამუნა სირბილაძე, ლია ბაგრატიონი, მარიანა ჭყონია, ნინიკო მორბედაძე, საბა გორგოძე, სოფო კობიძე, ანუკ ბელუგა, მერაბ გუგუნაშვილი, გვანცა ჯიშკარიანი, გიორგი ხანიაშვილი, თამარ ნადირაძე, ნატა ვარაზი, ანკა ბოჭორიშვილი, მასუ მწარიაშვილი, გიორგი ზათიაშვილი, გიორგი გრძელიშვილი და მაქსიმე მაჩაიძე.
ქართული კულტურის ამსახველი სახელოვნებო ნამუშევრების დათვალიერება სტუმრებს No.9 Cork Street - Frieze-ის პირველ მუდმივი საგამოფენო სივრცეში 27 ივლისის ჩათვლით 10-დან 6 საათამდე შეეძლებათ.
ფოტოს წყარო: Frieze
დაწერე კომენტარი