Dior-მა ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ბრენდის ახალ ამბასადორად დაასახელა, რომელიც მოდის სახლისთვის სპეციალურად შექმნილ Lifestyle Capsule კოლექციას წარადგენს. ჰამილტონი სამოსისა და აქსესუარების დიზაინზე Dior-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელთან - კიმ ჯონსთან ერთად მუშაობს.
ჰამილტონის ახალი კოლექცია, რომელიც ოქტომბერში გამოვა, შთაგონებულია აფრიკის კონტინენტით და ადგილობრივი, მდგრადი ქსოვილებით. როგორც კიმ ჯონსი აღნიშნავს, ზოგიერთი ქსოვილი, რომელიც მათ გამოიყენეს, არის ბურკინა ფასოდან. დიზაინერს აქვს მუშაობის გამოცდილება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში - ტანზანიაში, კენიაში, ეთიპიასა და განაში, შესაბამისად, კონტინენტის, კულტურისა და იქაური სამოსისა თუ ქსოვილების შესახებ საინტერესო ცოდნას ფლობს.
ახალ კოლექციაში არ იქნება გამოყენებული ცხოველის ტყავი და მაქსიმალურად ორიენტირებულია მდგრად ქსოვილებზე. ამავდროულად, კოლექცია თემატურად შეეხება ჰამილტონის ორ ჰობს - თხილამურებსა და სნოუბორდს.
გარდა Dior-ისა, ფორმულა 1-ის მრბოლელი და რეკორდსმენი ჰამილტონი 2018 წელს თანამშრომლობდა Tommy Hilfiger-თან, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კოლექცია - TommyXLewis.
ფოტოს წყარო: Dior, Hypebeast
დაწერე კომენტარი