ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, მუდამ განხილვადი და ელეგანტური წყვილი - სერჟ გინსბურგი და ჯეინ ბირკინი ერთმანეთს 1968 წელს შეხვდნენ, მას შემდეგ ზაფხულს ხშირად ატარებდნენ ფრანგულ რივიერაზე - სან-ტროპესა და კანში. წყვილი ხმაურიან დედაქალაქს ხშირად შვილებთან ერთად ტოვებდა და ოჯახი საფრანგეთის სამხრეთში ატარებდა ზაფხულს. ისინი ესწრებოდნენ კანის კინოფესტივალს. მათი დასვენების დღეების, საზაფხულო განწყობის ამსახველი ვინტაჟური ფოტოები დღემდე შთამაგონებელი და დასამახსოვრებელია.
დაწერე კომენტარი