როდესაც გარემოს დაბინძურებას ვახსენებთ ალბათ პირველად ავტომობილების და ქარხნების გამონაბოლქვი ან ბუნებაში დაყრილი ნაგავი გვაგონდება. თუმცა სინამდვილეში დღეს ეკოლოგიისადმი ზიანის მიმყენებლთა სიაში ერთ-ერთი პირველი სწრაფი მოდაა. დაბალი ხარისხის და ჭარბის რაოდენობის ტანსაცმლის წარმოებამ, ტენდეციების და კოლექციების ხშირმა ცვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა გარემოზე ზიანი. გაეროს გარემოს პროგრამის მიხედვით სწრაფის მოდის ინდუსტრია მეორეა წყლის მომხარებასა და დაბინძურებაში. ასევე აღსანიშნავია რომ მსოფლიოს კარბოემისიების 10% სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოდის, უფრო მეტი ვიდრე ყველა საერთაშორისო ფრენის თუ საზღვაო გადაზიდვის. სწორედ ამიტომ ბოლო წლებში პოპულარული ხდება მდგრადი მოდა, რომელიც ტანსაცმლის შექმნის და გამოყენებისადმი ეკომეგობრულ მიდგომას გულისხმობს. მდგრადი მოდა მოიცავს ყველა ნაბიჯს გარემოზე ზიანის შესამცირებლად იქნება ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება თუ გონივრული მოხმარების კულტურის ხელშეწყობა. მოდის ბრენდები რომლებსაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვთ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ მდგრადი მოდის პოპულარიზაციას. არამარტო მოდის ბრენდები, ასევე კომპანიები რომლებიც გვეხმარებიან შევუნარჩუნოთ ჩვენს ტანსაცმელს პირვანდელი სახე რაც თავისთავად ხელს უწყობს მდგრადი მოდის განივთარებას. სწორედ ასეთია სარეცხი საშალებების მწარმოებელი კომპანია პერვოლი, რომლისთვისაც სარეკლამო სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-მ საინტერესო კამპანია შექმნა. 

13844050-2084-48ee-abc6-ab7b68582287.jpeg 435.01 KB
სანამ კამპანიაზე გადავალთ FCB Artgroup Tbilisi-ს გაგაცნობთ. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებითა და ახალგაზრდა ტალანტებით დაკომპლექტებული სააგენტოს მთავარი მიმართულება დიჯითალ და ინტეგრირებული კამპანიებია, რომელთა ფარგლებშიც ხდება კრეატიულ კონცეფციაზე, ფოტო/ვიდეო გადაღებებზე, ბრენდირებასა და ცოცხალ კონტენტზე მუშაობა. სააგენტო ბრენდებს კრეატიულ, ახლებურ, რელევანტურ და რაც მთავარია, მათზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს. 2024 წელს FCB Artgroup Tbilisi-მ საკმაოდ წარმატებით ითანამშრომლა რეგიონის წარმომადგენელ სხვა ოფისებთან (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა). 2025 წელს სააგენტოს სურს უფრო აქტიურად ითანამშრომლოს FCB Artgroup-ის რეგიონალურ ოფისებთან, განსაკუთრებით: კრეატიული კონცეფციის, ვიდეოგადაღებებისა და ბრენდირების კუთხით. რაც საინტერესო იქნება როგორც ქართული ისე რეგიონალური ბაზრისა და კრეატიული ინდუსტრიისთვის.
73e60835-df81-419b-be5e-8a697a7fbfce.jpeg 435.17 KB
დავუბრუნდეთ კამპანიას. სწრაფი წარმოების და დაბალი ხარისხის ტანისამოსი მალე კარგავს პირვანდელ სახეს და ხშირად მალევე ხვდება ნაგავსაყრელზე. მდგრადი მოდა ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომების გარდა ტანსაცმლის ხარისხიან წარმოებას, მის სწორად მოვლას და შესაბამისად დიდხანს ქონას გულისხმობს. პერვოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოზე ზრუნვა და მდგრადი მოდის პუპულარიზაციაა. სწორედ ამიტომ პერვოლმა FCB Artgroup Tbilisi-თან თანამშრომლობით გადაწყვიტა გაეკეთებინა კამპანია, რომელიც ცოტათი მაინც შეცვლიდა ტანსაცმლის შერჩევის და მოვლის მიდგომას.
a7f89f24-a0a8-42c9-af9e-7a792d108450.jpeg 282.25 KB
კამპანია ნამდვილად საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა. მთავარ როლში ჩვენთვის საყვარელი ადამიანების - მშობლების, ბებიების და ბაბუების ნაქონი ასევე საყვარელი და მნიშვნელოვანი ტანსაცმელია, რომელსაც კვლავ მოვიხმართ და განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. გარდა ამ ტანისამოსისა სპეციალურად კამპანიისთვის შეიქმნა “დროის კაფსულა კოლექცია”, რომელიც სწრაფი მოდის პროდუქციისგან განსხვავებით გაუძლებს დროს და სწორი მოვლის შემთხვევაში ჩვენთვის საყვარელი ადამიანები მომავალშიც ბევრი წლის განმავლობაში შეძლებენ მოირგონ. კამპანიაში ჩაერთნენ ის ინფლუენსერები რომლებიც იზიარებენ პერვოლის ღირებულებებს, მშობლებისგან ან ბებია-ბაბუებისგან ერგოთ ტანსაცმელი და დღესაც სიამოვნებით ატარებენ. დიდი სარეცხი მანქანების ფონზე ამ ტანსაცმლის საინტერესო ისტორიებს და მათ შეხედულებებს მდგრად მოდაზე 5 წყვილი გვიზიარებს: კირა ანდრონიკაშვილი და ლიკა ევგენიძე, კრისტი ყიფშიძე და ნატალია ყიფშიძე, რუსკა მაყაშვილი და თამარ მაყაშვილი, გიორგი მახარაძე და ელენე მახარაძე, ლაშა ფოქსი და მანანა ჭანტურია. კამპანიას შეურთდნენ სხვა ინფლუენსერებიც მათ შორის სალომე ღვინიაშვილი და რუსა ჩაჩუა, რომლებმაც “დროს კაფსულის” კოლექციას შთამომავლობით გადმოცემული ნივთები შეუხამეს. 
2e96acf3-532b-4722-8343-f19a18f820a1.jpeg 416.7 KB
კამპანიას აუდიტორიიის მხრიდან საკმაოდ დიდი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები კომენტარებში აღნიშავდნენ რომ მათაც აქვთ მშობლებისგან გამდმოცემული ტანსაცმელი და გაუხარდებათ თუ მათი შვილები მოირგებენ ამ სამოსს. FCB Artgroup Tbilisi-ს აზრით წინაპრების ნაქონი ტანსაცმლის გამოყენებამ კამპანიას ემოციური კომპონენტი შესძინა და ადამიანებს შეახსენა რომ ტანსაცმელი უბრალოდ ნივთი არ არის და ის ისტორიას ატარებს. კამპანიამ დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს მიაწვიდა ხმა და გააცნო პერვოლის ღირებულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მდგრადი მოდის განვითარებას - მიდგომას რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება რათა მაქსიმალურად შევამციროთ გარემოზე ზიანი და მომავალ თაობას კარგად მოვლილი არამარტო ტანსაცმელი არამედ პლანეტაც შემოვუნახოთ. 

ფოტო: Juda Khatia Psuturi