Kordz-მა გამოუშვა სადებიუტო ვინილი, სახელწოდებით ‘’Kordz - The Greatest Hits’’ გამოუშვა. უახლესი ფირფიტა აერთიანებს 2015-დან 2025 წლამდე ჩაწერილ ტრეკებს, მათ შორის სოლო კომპოზიციებს და სხვადასხვა ქართველ არტისტებთან კოლაბორაციებს. ალბომის გარეკანის დიზაინზე სანდრო თავართქილაძემ იმუშავა, ყდის ფოტოგრაფი კი დათო ქორიძეა. ‘’Kordz - The Greatest Hits’’ გამოცემულია Stokton Records-ის მიერ, ვინილის გამოცემისთვის ყველა ჩანაწერი კი ალექს უორტონმა დაამუშავა Abbey Road Studios-ში.
‘’Kordz - The Greatest Hits’’ ფირფიტაზე აღმოაჩენთ ისეთ კოლაბორაციულ ნამუშევრებს, როგორებიცაა ‘’მახსოვს’’ და ‘’სდექ’’, რომლებიც ალექსანდრე კორძაიამ Mechanical Rainbow-სა და სტეფანესთან ერთად შექმნა. ასევე, ‘’მთვარეო’’, ნანი ბრეგვაძისა და Kordz-ის გამორჩეული ნამუშევარი, Mamaflex-თან ერთად შექმნილი “San Marino” და Creams-ისა და Kordz-ის - “Need 2 Talk”. სოლო კომპოზიციებს შორის ფირფიტაზე მოისმენთ ისეთ ტრეკებს, როგორებიცაა Lovers Funk, Bashi Achuki, Day 2 Remember და Untitled Fantasy. ვინილის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის - WOLT-ზე, Bandcamp-ზე, Vodkast Records-სა და Retromania-ზე.


დაწერე კომენტარი