წელს შამპანურის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ბრენდი Moët & Chandon 280 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ღონისძიებების სერიას მასპინძლობს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ამ ღონისძიებების სერიით ბრენდი კვლავ არ ღალატობს თავის ურყევ რწმენას, რომლის მიხედვითად ცხოვრების ყველა ასპექტი ერთნაირად იმსახურებს აღნიშვნას, Moët & Chandon კი ამ დღესასწაულის მთავარი და განუყოფელი ნაწილია.
ყველა ეს ღონისძიება თავისი დახვეწილი სცენოგრაფიით ამ სადღესასწაულო პერიოდს და წლის ბოლო ღონისძიებებს განსაკუთრებული სიხარულითა და ჯადოსნურობით ავსებს, თავისი კონცეფციით კი უკავშირდება ბრენდის მდიდარ წარსულს, ფესვებს და 280-წლიან ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც არსებობას 1743 წლიდან დღემდე აღნიშნავს.
ამ 280-წლიან ისტორიაში მოგზაურობისას Moët & Chandon-ის ყველა სტუმარი უნიკალური შამპანურის გემოებთან ერთად, კიდევ უფრო ახლოდან გაიცნობს ბრენდის დნმ-ში არსებულ ფრანგულ ე.წ. Art de Vivre-ს, რომელიც კულტურას, ხელოვნებას და ცხოვრების სტილს აერთიანებს.
ამ „მოზაურობის“ მთავარი თემა ბრენდმა ვიზუალურად სინათლის თამაშისა და სარკეების საშუალებით გამოხატა, სადაც სიმბოლურად შამპანურის ყუთებიც იყო წარმოდგენილი.
Moët &Chandon-მა ამ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გასულ კვირას თბილისშიც გამართა ვახშამი. წვეულება, რომელიც მუსიკალურად დათო ევგენიძემ და ქეთათო ნერგაძემ გააფორმეს, ჩვეულებისამებრ მყუდრო და ჯადოსნურ გარემოში გაიმართა, სადაც სტუმრებმა Moët & Chandon-ის სამი სხვადასხვა სახეობის შამპანური დააგემოვნეს და ამბასადორისგან კიდევ უფრო მეტი შეიტყვეს როგორც ამ სასმელის, ისე მისი კერძებთან შეხამების თავისებურებების შესახებ.
დაწერე კომენტარი