Senself-ის ეკოლოგიური, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული ეფექტური პროდუქტები, მისი შემქმნელებისთვის სიამაყის წყაროა და მომავალშიც ამ პრინციპების დაცვით გეგმავენ თავის მოვლის საშუალებების წარმოებას.
როგორც კომპანიის დამფუძნებლები ანი ფხაკაძე და გვანცა სალაყაია გვიყვებიან, კომპანიის დაფუძნების მთავარი იდეა, ხარისხიანი პროდუქტების შექმნა იყო, რომელიც სამომავლოს ბრენდს დაეხმარებოდა ადგილის დამკვირდებას საერთაშორისო ბაზარზე და გააცნობდა ქართულ ხალხურ სამედიცინო კულტურაში ფართოდ გავრცელებულ მცენარეებს : მრავალძარღვას და ჭინჭარს, როგორც თავის მოვლის საუკეთესო მცენარეულ ინგრედიანტებს.NEIMAN MARCUS-ის 39 მაღაზიის გარდა, კომპანია მანჰეტენზე Bergdorf goodman-ის მაღაზიით არის წარმოდგენილი.
საინტერესო ფაქტები Neimar Marcus- ის შესახებ:
დიზაინერი კოკო შანელის საყვარელი საყიდლების ადგილი ნეიმან მარკუსი იყო,სწორედ მას მიუძღვის უდიდესი ღვაწლი დიზაინერის ახლიდან დაბადების გზაზე.
როგორც, სხვადასხვა გამოცემებში ვკითხულობთ, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, როცა დიზაინერმა ახლიდან სცადა შემოქმედებითი კარიერის გამოღვიძება , შელახული რეპუტაციის გამო ( მისი ნაცისტებთან კავშირის გამოაშკარავება )საფრანგეთი არ შეხვდა მის ამ ნაბიჯს დადებითდ, მაგრამ გაბრიელ შანელმა სწრაფად დაიწყო „ამერიკული ოცნების „ ასრულება. მის მიღწევებში მარკუსების კომპანიას დიდი წვილი მიუძღვის.
ნეიმან მარკუსსმა შექმნა პირველი მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამა (InCircle) და მაღაზიაში საჩუქრების შეფუთვის პირველი სერვისი მან შესთავაზა მომხმარებელს.
დაწერე კომენტარი