რამდენიმე დღის წინ Loewe-მ საკუთარ ინსტაგრამზე 2024 წლის გაზაფხულის ახალი კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი მუსიკოსი ომარ აპოლო და მსახიობი ჯეიმი დორნანი მონაწილეობენ. ფოტოგრაფ დეივიდ სიმსის მიერ გადაღებულ კამპანიაში ბრენდისათვის დამახასიათებელი ელეგანტური სტილი თანამედროვე მინიმალისტურ ფორმებთან არის შერწყმული, კამპანიის ფოტოსესია ე.წ. Still Life ჟანრის ფოტოებს მოიცავს, რომლებიც ისეთივე დინამიკურია, როგორც თავად მასში მონაწილე გმირები არიან.
რაც შეეხება თავად 2024 წლის გაზაფხულის კოლექციას, ჯონათან ადერსონმა ამ კოლექციაში ტყავის, ნაქსოვი და ბრჭყვიალა ქსოვილებისა და ფაქტურების კომბინაცია გამოიყენა, სადაც ფერადი აქსესუარები, მათ შორის დიდი ზომის ჩანთები და სათვალეები განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ომარ აპოლოს და ჯეიმი დორნანის Loewe-ს კამპანიაში გამოჩენა სიახლე არ არის, რადგან ისინი გასულ წელსაც მონაწილეობდნენ ბრენდის 2023 წლის კოლექციის წარდგენისას, წლევანდელი თანამშრომლობა განსაკუთრებულია თავად ჯეიმი დორნანისთვის, რომელიც Loewe-მ უკვე მოდის სახლის ბრენდ ამბასადორად დაასახელა.
დაწერე კომენტარი