ქართველი ფოტოგრაფის - დავით გიორგაძის არაერთ წარმატებას Gucci-ს სარეკლამო კამპანიის გადაღება დაემატა.
ბრენდმა 2024 წლის ახალი Resort კოლექცია წარმოადგინა, რომელზეც დავით გიორგაძემ იმუშავა და სურათები ინსტაგრამზე გაგვიზიარა, რომელსაც ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე, კატალოგშიც შეხვდებით.
დავით გიორგაძე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ბრენდებთან, როგორებიცაა: Versace, YSL, Burberry, Loewe, Bottega Veneta და ა.შ.
მის პორტფოლიოში არაერთ ცნობილ ვარსკვლავს შეხვდებით. ყოველ ნამუშევარში კარგად ჩანს ფოტოგრაფის არაორდინალური და გამორჩეული ხედვა. სიაში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭო აქვეყნებს და ინოვაციურ, ახალგაზრდა ტალანტებს ასახელებს, დავითი ორჯერ მოხვდა.
ფოტოების წყარო: დავით გიორგაძე
დაწერე კომენტარი