ზამთარში დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და ახალი თავგადასავლებისთვის, საუკეთესო აქტივობები თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალი, თოვლში ლაშქრობა, და ალპინიზმია. 

იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, აუცილებელია შესაფერისი სამოსისა და აღჭურვილობის შეძენა. 

ახლა კი ამისთვის საუკეთესო დროა, რადგან თიბისი კონცეპტისა და Visa-ს შეთავაზების ფარგლებში, 26-დან 31 იანვრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, შერჩეულ სპორტულ მაღაზიებში, 30%-ის, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარის დაბრუნებას შეძლებთ.



სათხილამურო აღჭურვილობა

IMG_2660.png 1.92 MB
Adrenaline - K2 Skis-ის თხილამურები 


მაღაზია Adrenaline თქვენთვის სასურველი ექსტრემალური სპორტის სრულ აღჭურვილობას გთავაზობთ, მათ შორის - თხილამურების მრავალფეროვან არჩევანს. K2 Skis-ის თხილამურები მაღაზიაში უამრავი ფერით, სტილითა და დიზაინით არის წარმოდგენილი. K2 არის ამერიკული სათხილამურო და სნოუბორდის ბრენდი, რომელიც 1962 წელს ვაშინგტონის შტატში დაარსდა და მას შემდეგ ხარისხიან, გამორჩეულ პროდუქციას ქმნის. სათხილამურო თავგადასავალს საკუთარი თხილამურებით სრიალი უფრო საინტერესოს გახდის. 

IMG_2661.png 1.9 MB
Xtreme - თხილამურის ფეხსაცმელი Nordica 


თხილამურს, რა თქმა უნდა, თავისი ფეხსაცმელი სჭირდება, რომლის მრავალფეროვან არჩევანს მაღაზია Xtreme დაგახვედრებთ. ბრენდი Nordica 1939 წლიდან ზრუნავს მოთხილამურეებზე, რომლებისთვისაც სამთო თავგადასავალი ცხოვრების ნაწილია. სწორედ Nordica-ს ხარისხზე ორიენტირებულ თხილამურის ფეხსაცმელებს მაღაზია Xtreme-ში შეიძენთ. 

IMG_2672.png 1.97 MB
Magellan - სათხილამურო სათვალე Uvex 


სათხილამურო სათვალე მნიშვნელოვანი აქსესუარია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და მზისგან დაცულად იგრძნოთ. Uvex-ის მაღალი ხარისხის მასალებითა და უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებით დამზადებულ სათხილამურო სათვალეებს მაღაზია Magellan-ში შეიძენთ. 

IMG_2665.png 2.04 MB
Magellan - Moon Boots


გარდა Uvex-ისა და სხვა მრავალი ბრენდისა, მაგელანი Moon Boots-ის ოფიციალური გამყიდველია. როდესაც ვსაუბრობთ ზამთრის ფეხსაცმელზე, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს Moon Boot, რომელიც 70-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო და მისი შექმნა 1969 წელს Apollo 11-ის ექსპედიციას უკავშირდება, როდესაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. დღესაც Moon Boot განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალიან მოთხოვნადი ფეხსაცმელია, რომელიც წყალგაუმტარია და თბილ ტემპერატურას კარგად ინარჩუნებს. მაგელანი კლასიკურ თოვლის ფეხსაცმლის ფერთა საკმაოდ დიდ არჩევანს შემოგთავაზებთ. 

IMG_2722.png 1.91 MB
Timberland - თერმული ქურთუკ


Timberland Georgia ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ამერიკული ბრენდი ეკომეგობრული მიდგომების დანერგვითა და უნიკალური ტექნოლოგიებით ერთ-ერთი გამორჩეულია. ტიმბერლენდის მაღაზიაში წყალგაუმტარ ქურთუკებს შეიძენთ, სასურველი სტილითა და ფერით, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ სითბო და დახვეწილი სტილი წლის ყველაზე ცივ სეზონზე. 


სამოსი და აქსესუარები სნოუბორდისთვის

IMG_2675.png 1.88 MB
Adrenaline - Ride-ის სნოუბორდი


Ride 25 წელზე მეტია ქმნის მაღალი კლასის სნოუბორდებს როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვის. თქვენი სასურველი დიზაინის სნოუბორდის შეძენა კი მაღაზია ადრენალინში შეგიძლიათ.

IMG_2689.png 2.14 MB
Adrenaline - სნოუბორდის ჩექმა K2 HANFORD off-white


ამერიკული ბრენდის - K2-ის სნოუბორდის ჩექმებს მაღაზია ადრენალინში ძირითადად ნეიტრალურ ფერებში შეხვდებით, რომელთაგანაც HANFORD Off-white გამოვარჩიეთ - თეთრით, შავითა და ნაცრისფრით გაწყობილი კომფორტული და დახვეწილი სტილის მოდელი. 

IMG_2667.png 2.11 MB
Buru Sport - ROSSIGNOL-ის  ჩაფხუტი 


ჩაფხუტი ის აქსესუარია, რომელიც სნოუბორდისა და თხილამურებით სრიალისას თავს უსაფრთხოდ გაგრძნობინებთ. დაცულობასთან ერთად, გამორჩეულადაც რომ გამოიყურებოდეთ, ROSSIGNOL-ის ALLSPEED ჩაფხუტი ამოვარჩიეთ, გამორჩეული დიზაინით, რომლის შეძენას მაღაზია Buru Sport-ში შეძლებთ. Rossignol არის ფრანგული მწარმოებელი, რომელიც 100 წელზე მეტია მომხმარებელს სთავაზობს ფართო აღჭურვილობას, ყველაფერს, რაც საჭიროა სრულფასოვანი სნოუბორდისა და თხილამურობისთვის. 

IMG_2670.png 2.09 MB
Xtreme - Bogner Suit


1932 წელს შექმნილი ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილი გერმანული ბრენდის, Bogner-ის მოდურ სამოსს Xtreme-ში შეიძენთ. წყალგაუმტარი, თერმული კომბინეზონი იდეალურია სნოუბორდისთვის და მისი მორგება კომფორტულ ელეგანტურობას გაგრძნობინებთ. 


ლაშრობა და ალპინიზმი

IMG_2679.png 2.08 MB
The North Face - საწვიმარი 


The North Face-მა პირველად 1973 წელს შექმნა ექსტრემალური პირობებისთვის განკუთვნილი სამოსი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტული ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს გამოცდილი ათლეტები ირჩევენ და ენდობიან. The North Face-ის სამოსით თოვლს, წვიმას, ქარს და სიცივეს მარტივად დაძლევთ. North Face თბილისში 4 ფილიალითაა წარმოდგენილი, სადაც ახალი კოლექციის წყალგაუმტარ საწვიმრებს შეხვდებით, რომელიც იდეალური ვარიანტია ალპინიზმისა და სუსხიან ამინდში ლაშქრობისთვის. 

IMG_2680.png 1.93 MB
სალაშქრო ფეხსაცმელი - The North Face & The Timberland 


კომფორტული, ხარისხიანი ფეხსაცმლის გარეშე ალპინიზმი და ლაშქრობა წარმოუდგენელია, ამიტომ North Face-ისა და Timberland-ის მაღაზიებში საუკეთესო ვარიანტებს იპოვით.The North Face-ის Summit Cayesh Boots უმაღლესი ხარისხით დამზადებული ფეხსაცმელია, რომელიც იდეალურად უმკლავდება ბუნების ყველაზე მკაცრ პირობებს და საშუალებას გაძლევს კომფორტის შეგრძნება შეინარჩუნოთ. ფეხსაცმელი შექმნილია ინოვაციური Futurelight ტექნოლოგიების დახმარებით. The Timberland-ში კი თავგადასავლების მაძიებელი ადამიანებისთვის შექმნილი ახალი კოლექციის სამთო ფეხსაცმელი დაგხვდებათ, რომელიც Vibram-ის ძირითა და Gore-Tex-ის ტექნოლოგიით არის შეკერილი. ფეხსაცმელი სრულად  წყალგაუმტარია და დაგიცავთ სრიალა ზედაპირისგან.

IMG_2683.png 1.58 MB
ზურგჩანთა - The North Face 


თუ თქვენი გატაცება ლაშრობა ან ალპინიზმია, არ უნდა დაგავიწყდეთ ხარისხზე ორიენტირებული საუკეთესო ზურგჩანთა, რომელიც North Face-ის მაღაზიაში დაგხვდებათ. ახალი კოლექციის ზურგჩანთების უპირატესობა საუკეთესო გამძლეობაა. 


ფოტოების წყარო: K2 Skis, Nordica, Uvex, Moon Boot, Timberland, Ride, K2 Snowboarding, Rossignol, Bogner, The North Face