Jacquemus-ის ახალი კოლექციის ჩვენება, სახელწოდებით Les Sculptures, 29 იანვარს სენტ-პოლ დე ვენსში, Maeght Foundation-ში გაიმართა.
Jacquemus-ისთვის დამახასიათებელი ჩვენებების სერია გრძელდება და დიზაინერმა ახალ ლოკაციად 1964 წელს შექმნილი ხელოვნების მუზეუმი აირჩია, რომელიც ნიცაში მდებარეობს და ბევრ გამორჩეულ სკულპტურას აერთიანებს, მათ შორის - ალექსანდერ კოლდერის, ალბერტო ჯაკომეტის, ჯოან მიროს, პოლ ჯეკინსის, ჰანს ჰარტუნგისა და ანნა-ევა ბერგმანის უნიკალურ ნამუშევრებს.
Les Sculptures კოლექციის ჩვენება ცნობილმა მოდელმა - ჯიჯი ჰადიდმა გახსნა, რომელმაც უახლესი კოლექციის კრემისფერი პალტო წარმოადგინა. ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ მოდელები ემილი რატაკოვსკი, დევა კასელი და იმან ჰამამი.
Jacquemus-ის უახლესი კოლექცია ძირითადად თეთრ, შავ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი. მინიმალისტური კოლექცია სისადავით, ნაკლები დატვირთვით გამოირჩევა და მათგან რამდენიმე მოდელი ლეოპარდის პრინტით არის შექმნილი.
სტუმართა შორის იყვნენ ვარსკვლავები - ჯულია რობერტსი, კაილი ჯენერი, ტინა კუნაკი, ბიანკა ბალტი და არონ პაიპერი.
ფოტოების წყარო: Vogue, Runway, Jacquemus, Pause
დაწერე კომენტარი