მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა შემოქმედმა - დევიდ ჰოკნიმ 1985 წლის Vogue-ის სპეციალური გამოცემის გარეკანისთვის აბსტრაქტული ფორმით დახატა დიზაინერ Celia Birtwell-ის კუბისტური პორტრეტი, ცისფერი თვალებით, მკვეთრი მაკიაჟით, მწვანე ჩრდილებითა და წითელი ტუჩსაცხით.
ჰოკნისთვის კუბისტური ნამუშევრების შთაგონების წყარო მისი საყვარელი მხატვარი, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელი პაბლო პიკასოა. სელიას პორტრეტი, რომელიც ჰოკნიმ Vogue-ის გარეკანისთვის შექმნა, შემდგომში ორმოცდათორმეტი მკვეთრი ფერისგან შემდგარი ლითოგრაფიის - An Image of Celia-სთვის გამოიყენა.
როგორც დევიდ ჰოკნიმ აღნიშნა, როდესაც პირველად სთხოვეს ემუშავა ვოგისთვის, ძალიან დაიბნა, რადგან მოდა მისი ინტერესის საგანი არ იყო და არც საკმარისი ცოდნა ჰქონდა ამ სფეროს შესახებ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, დავალებას სრულიად თავისუფლად მიუდგა და გარდა გარეკანისა, სხვადასხვა გვერდზე საკუთარი ნამუშევრები, ხელნაწერი ტექსტები და ფოტოკოლაჟები წარმოადგინა.სელიას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დევიდ ჰოკნის მუზას, მათი ნაცნობობა 1964 წელს იწყება, 1968 წლიდან კი ჰოკნის ნახატებში სელიას რამდენჯერმე შეხვდებით, მათ შორის - ცნობილ ნამუშევარში Mr and Mrs Clark and Percy. მისი პერსონა ასევე ჩანს დევიდ ჰოკნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში - Big Splash. Celia Birtwell მოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, რომელიც ქმნიდა კოლექციებს მოდის სახლ Cacharel-ისთვის. მისი შექმნილი სამოსის შთაგონება კლასიკური სამყარო, პიკასო და მატისია. დიზაინერი პარტნიორ ოსი კლარკთან ერთად 1960-იანი წლებში ისეთი მუსიკოსებისათვის ქმნიდა, როგორებიც არიან: Rolling Stones, Beatles, Jimi Hendrix da Pink Floyd.
ფოტოების წყარო: The David Hockney Foundation, CIRCA, The Guardian, Vogue
დაწერე კომენტარი