ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის წარმატებათა სიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - Gucci SS 24 Tier III-ის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანია დაემატა, რომელიც ფოტოგრაფმა Theo Sion-მა გადაიღო.
მატილდას სამოდელო კარიერა უკვე არაერთ წარმატებულ მოდის კვირეულსა და მსოფლიო მოდის წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობას მოიცავს. მისთვის Gucci-სთან თანამშრომლობაც არ არის ახალი, შარშან მოდელმა ბრენდის სათვალეების ხაზის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, ასევე რამდენჯერმე ვიხილეთ იტალიური მოდის სახლის ჩვენებებზე, მათ შორის - Gucci Resort 2024-ის კოლექციის წარდგენაზე.
სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მოდელი Chanel-ის სუნამოს - Chance-ის საახალწლო, ხოლო ერთი კვირის წინ Calvin Klein-ის კამპანიაშიც მონაწილეობდა.
ფოტოების წყარო: Gucci
დაწერე კომენტარი