Marc Jacobs ბრენდის 40 წლის იუბილეს აღნიშვნა გრძელდება - ამჯერად ჯეიკობსმა მნიშვნელოვანი კოლაბორაციები გააცოცხლა, რომლის ფარგლებში ხელახლა ვიხილავთ კოლექციების ნაწილის ინტერპრეტაციას ბრენდის არქივიდან. ჯეიკობსმა მიიწვია რამდენიმე მისთვის საყვარელი ცნობილი ვარსკვლავი და დიზაინერი, მათ საშუალება მისცა შეერჩიათ განსაკუთრებული ნამუშევარი, რომელიც ბრენდისთვის შექმნეს და ახალი ხედვით წარმოედგინათ.
ბრენდის ინსტაგრამზე ახალი კამპანიის ორიგინალური ფოტოები განთავსდა, რომელიც Nick Newbold-მა გადაიღო. პირველი ვისაც ფოტოზე მარკ ჯეიკობსთან ერთად დაინახავთ, ამერიკელი მომღერალი და მოდის დიზაინერი, ლუი ვიტონის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ფარელ უილიამსია, კინორეჟისორ და სცენარისტ სოფია კოპოლასთან ერთად. კამპანიაში მონაწილეობს Denim Tears-ის დამფუძნებელი და Supreme-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი ტრემეინ ემორი, ასევე შეხვდებით გრაფიტის მხატვარ Futura-ს და თანამედროვე იაპონელ მხატვარ ტაკაში მურაკამის. ბრენდის საიუბილეო კამპანიის კიდევ ერთი წევრია მოდის დიზაინერი ანნა სუი და ბრენდ Vaquera-ს დამფუძნებლები და დიზაინერები - Patric DiCaprio და Bryn Taubensee.
ვარსკვლავური შემადგენლობის თითოეული წევრის ნამუშევარი, რომელიც ბრენდისთვის შეიქმნება, ლიმიტირებული, შეზღუდული რაოდენობით მარკ ჯეიკობსის ვებგვერდზე განთავსდება.
ფოტოების წყარო: Marc Jacobs
დაწერე კომენტარი