Ice Star - ყინულის ვარსკვლავი, დელიკატური სკულპტურა ენდი გოლდსვორთიმ Scaur Water-ის ნაპირზე, Penpont Dumfriesshire-ში 1987 წელს კლდეზე ნაპოვნი ყინულებისგან შექმნა, რომელიც ხაზს უსვამს ბუნების სილამაზეს. კონუსის ფორმის ყინულები ერთმანეთთან შერწყმულია ფუძეებით და ქმნის მრავალწახნაგიან ვარსკვლავს.

IMG_3726.png 1.41 MB
არტისტმა დოკუმენტაციისთვის ხელოვნების ნიმუშს ფოტოები კლდის მუქ ფონზე გადაუღო, რათა ხაზი გაესვა იმ კონტრასტისთვის, რასაც ვარსკვლავი თავისი ფერითა და ტექსტურით ქმნის. გოლდსვორთმა კომპოზიცია სწრაფად აღბეჭდა, სანამ ის დადნებოდა, მუშაობდა ძალიან ცივ ამინდში და ატარებდა ღია ხელთათმანებს მასალის სრულად შესაგრძნობად.
IMG_3727.png 177.91 KB

ბუნებაში ნაპოვნი ნებისმიერი ფორმისა და ნივთიერების ფიზიკური მახასიათებლებით შთაგონებული გოლდსვორთი, მათი დახმარებით ქმნის ინსტალაციებს და მაშინვე უღებს ფოტოებს, რადგან ინსტალაციები დამოკიდებულია გარემოებებზე - სინათლეზე, ტემპერატურაზე და იცვლება ამინდის, წელიწადის სეზონის და სხვადასხვა ბუნებრივი გარემოებების მიხედვით. 

ინგლისელი მოქანდაკის, ფოტოგრაფისა და გარემოსდამცველის - ენდი გოლდსვორთის შექმნილ სპეციფიკურ ქანდაკებებში, რომლებიც ბუნებრივ და ურბანულ გარემოში იქმნება, შეხვდებით ისეთ მასალებს, როგორებიცაა ყინულები, ფოთლები, ყვავილები, წიწვები, ტალახი, ტოტები და ეკლები.



ფოტოების წყარო: Elephant art, NPR