Slide Mantra – 29 ტონის მასიური, კარარას მარმარილოთი დამზადებული სკულპტურა იაპონელ-ამერიკელ ხელოვანს - ისამუ ნოგუჩის ეკუთვნის, რომლისთვისაც ეს ერთ-ერთი ბოლო, მთავარი ნამუშევარი იყო. ლირიკული Slide Mantra მაიამის ბეიფრონის პარკში მდებარეობს და მისი სიმაღლე ათ ფუტს აღემატება, ფუნქციონირებს, როგორც სასრიალო უკანა საფეხურებით და სპირალური დაღმართით.
ნოგუჩიმ 1986 წელს შექმნილი ნამუშევრის სახელწოდება და კონცეფცია რეზონანსს დაუკავშირა. ის დიდი ხნის განმავლობაში დაინტერესებული იყო მედიუმის შესაძლებლობების გაფართოებით, სწორედ ამ მიზნით შექმნა ფუნქციური სასრიალო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის, რომელიც განსაკუთრებული ესთეტიკურობითაც გამოირჩევა.
კან იასუდა, რომელიც ნოგუჩის ეხმარებოდა Slide Mantra-ს შექმნაში და აქტიურად იყო პროცესში ჩართული, იხსენებდა, რომ შემოქმედმა არაერთხელ დაშალა სკულპტურა, ხელახლა გამოკვეთა კონტურები, სანამ ბოლომდე არ გამართლდა მისი მოლოდინი და არ იგრძნო, რომ მას ჰქონდა ზუსტი მიმართულება, რაც ემთხვეოდა ჩანაფიქრს.
ისამუ ნოგუჩი კალიფორნიაში, იაპონელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში დაიბადა, რის გამოც კარგად იცნობდა ორივე ქვეყნის კულტურას. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად მოქანდაკე იყო, მუშაობდა როგორც სახელოვნებო პროექტებზე, ისე საჯარო სივრცის ბაღებსა და სათამაშო მოედნებზე, ასევე, ფრესკებსა და ავეჯის დიზაინებზე, მის შემოქმედებას უკავშირდება სხვადასხვა სკულპტურული ბაღის შექმნა.
ფოტოების წყარო: Noguchi.org
დაწერე კომენტარი