ულიონა ოდიშარიას პირველი სოლო გამოფენა საქართველოში, სახელწოდებით "დროის ჯიბე, რომელშიც გავქრები" 2024 წლის პირველ მარტს თბილისში, E.A. საგამოფენო სივრცეში გაიხსნება და მნახველებს 16:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. გამოფენა ტარდება ლიეტუვის კულტურის საკონსულოსა და შემოქმედებითი ევროპის ფინანსური მხარდაჭერით.
ულიონა ოდიშარია ლიეტუველ-ქართველი ხელოვანია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთსა და ვილნიუსში. მისი შემოქმედება სხვადასხვა მედიუმში მუშაობას მოიცავს, ძირითადად - ქანდაკებაში, ვიდეოში, ფოტოგრაფიაში, ტექსტსა და კოლექციებში. გარდა ამისა, ხელოვანი ქმნის მუსიკას, საკუთარ ჯგუფ Steve & Samantha-ს სახელით და აწყობს ტანსაცმლის საზოგადოებრივ გაცვლას სახელწოდებით - Outfitting.
დაწერე კომენტარი