ზამთარი, თოვლიანი სეზონის თავგადასავალი და მასთან დაკავშირებული დადებითი ემოციები გრძელდება - გუდაური დამსვენებელს მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით ხვდება, რაც როგორც გართობისთვის, ისე დასვენებისთვის არაერთ ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს. ჩვენი რესპონდენტი - მუსიკოსი თემურიკო დიასამიძე გუდაურს ბავშვობიდან სტუმრობს, შესაბამისად, მისთვის ეს სამთო-სათხილამურო კურორტი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ყოველი წლის ზამთრის სეზონს სიამოვნებით ატარებს.  თემურიკოს ერთ-ერთ საყვარელ ობიექტზე - ,,გრადუსში’’ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მთელი სეზონის განმავლობაში, Visa ბარათით სარგებლობისას, 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ახალგაზრდა მუსიკოსი წლევანდელი სეზონის გამორჩეულ ფესტივალს - Winter Jazz 2024-ზე დასწრებასაც გვირჩევს, რომელიც 24-25 თებერვალს გუდაურში, სასტუმრო “კარპე დიემსა” და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 11 არტისტს უმასპინძლებს. ფესტივალის ბილეთების თიბისი კონცეპტის Visa ბარათებით შეძენისას 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ.

IMG_4211.jpg 899.62 KB


საყვარელი ადგილი გუდაურში, რომელსაც ყოველ წელს სტუმრობ… 


საყვარელ ადგილებში გამოვარჩევდი “ხიჟინას” და “სოლიკოს”, რომლებსაც აუცილებლად ვსტუმრობ ხოლმე გუდაურში ჩასვლისას.

IMG_4212.jpg 727.68 KB

ბოლო დროს აღმოჩენილი საყვარელი ადგილი გუდაურში… 


ვიტყოდი, რომ ეს აღმოჩენაა “ხიჟინა”, რადგან წლევანდელ სეზონზე ხელახლა გაიხსნა. წლების განმავლობაში ეს ჩემი საყვარელი ადგილი იყო  კარგი ხედებით, სადაც მეგობრებთან და ჩემს ახლო წრესთან ერთად ბევრი დრო მაქვს გატარებული. წელს კი ახლიდან აღმოვაჩინე... 


ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად გახსენებს ბავშვობას…

 

ბავშვობას ყველაზე მეტად მეორე სპორტული ტრასა მახსენებს, სადაც პირველად დავიწყე სრიალი. 

IMG_4213.jpg 723.29 KB

გამორჩეული, ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება გუდაურიდან… 


ბავშვობაში სათხილამურო შეჯიბრებში და ტურნირებში ვმონაწილეობდი, რამაც საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონებები დამიტოვა.


საუკეთესო კვების ობიექტები ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად… 


მთაზე ისევ ჩემი საყვარელი ადგილები - “ხიჟინა” და “სოლიკო”, რასაც კიდევ ერთ ობიექტს -  “გრადუსს” დავამატებ.


კერძი, რომელსაც აქ ყოველთვის აგემოვნებ…


გუდაურში გამოვარჩევდი “ხიჟინას” სენდვიჩს, რომელიც ამ სეზონზე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ გუდაურიდან დაბრუნებულს, თითქმის ტრადიციად მაქვს ქცეული ფასანაურში გაჩერება და ხინკლის მირთმევა.


სასტუმრო, სადაც ყველაზე ხშირად ჩერდები ან სადაც ყველაზე მეტი დრო გაქვს გატარებული… 


ბავშვობიდან დღემდე თითქმის ყოველთვის სასტუმრო  “მარკო პოლოში” ვისვენებ.


ღონისძიება გუდაურში, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ… 


გამოვარჩევდი ცოტა ხნის წინ გამართულ კონცერტს, რომელშიც ბექა გოჩიაშვილთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვმონაწილეობდი და ძალიან სასიამოვნო, საინტერესო გამოცდილება იყო. 

IMG_4214.jpg 611.17 KB

თხილამურები თუ სნოუბორდი? 


უპირობოდ - თხილამურები, რაც ძალიან ღრმა ბავშვობიდან შემიყვარდა და სნოუბორდზე აღარც მიფიქრია.


გაიხსენეთ პირველი სათხილამურო გამოცდილება, რა ასაკში დადექით პირველად თხილამურზე


ძალიან პატარა ვიყავი, 3 წლის, გუდაურში... ასაკიდან გამომდინარე, პირველი სათხილამურო გამოცდილება ნაკლებად მახსოვს, უფრო გადმოცემით და მოყოლით. 


საყვარელი ტრასა…


გუდაურის კუდები.


საუკეთესო ხედი გუდაურიდან…


ჩემი საყვარელი ტრასის ზემოთ, ანუ კუდებიდან არის საუკეთესო ხედი, ასევე გამოვარჩევდი საძელეს ხედს. 

IMG_4215.jpg 666.67 KB

ფესტივალი ან ღონისძიება, რომელზე დასწრებასაც გვირჩევთ…


წელს აუცილებლად დავესწრები გუდაურის ზამთრის ჯაზფესტივალს, რომელშიც ძალიან მაგარი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან იშვიათია ერთ Line up-ზე ამდენი საუკეთესო შემსრულებლის ნახვა, ამიტომ ამ სეზონზე ნამდვილად ის ფესტივალი გაიმართება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ და ყველა, ვისაც მუსიკა უყვარს, აუცილებლად უნდა ავიდეს გუდაურში - ჯაზფესტივალზე.

IMG_4216.jpg 610.73 KB

საყვარელი ჯაზ შემსრულებელი…


გამოვარჩევდი ჩემთვის სამ საყვარელ ჯაზმენს - ბექა გოჩიაშვილი, Miles Davis და Herbie Hancock.

IMG_4217.jpg 806.63 KB

შემსრულებელი, რომლის ლაივს ყველაზე მეტად ელოდები, გუდაურის ჯაზ ფესტივალიდან…


ყველაზე მეტად ველოდები Kaidi Tatham-ს.


მეგობარი ან საინტერესო ადამიანი, რომელიც გუდაურში გაიცანი… 


კონკრეტულად გამორჩევა გამიჭირდება, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული გუდაურში ბევრი მეგობარი შევიძინე და იქ ჩასული თავს მათთან ერთად ისე ვგრძნობ, როგორც დიდ ოჯახში.


ვისთან ერთად სტუმრობთ ყველაზე ხშირად?


ყველაზე ხშირად მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომელთაგანაც ძალიან ბევრს უყვარს სრიალი და გუდაური.