წარბი სახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სახასიათო ნაწილია. მისი ფორმა, სიგრძე თუ სისქე სახის მთლიან გამომეტყველებაზეც ახდენს გავლენას. ხშირად წარბის ფანქარი წარბის გარშემო თუ მის შუაში არსებულ ცარიელ ადგილებს ბუნებრივად ვერ ავსებს, ამიტომ ბუნებრივი ფორმის დასაბრუნებლად და თმის ამოსაყვანად საჭირო ხდება დამხმარე პროდუქტების ჩართვა. წარბის შრატები ხელს უწყობს მის გაზრდას და განსხვავებულ ინგრედიენტთა ჩამონათვალის დახმარებით მისთვის კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანაც შეუძლია, მათ შორის - ბზინვარება, თმის სტრუქტურის გაძლიერება და ა.შ. ამ სტატიაში გაგაცნობთ წარბის საუკეთესო შრატებს, რომელთა უმეტესობის გამოყენებით წამწამების მდგომარეობის გაუმჯობესებაც კი შეგიძლიათ.
The Ordinary Multi-Peptide Lash and Brow Serum
წყლის ბაზაზე დამზადებული წარბებისა და წამწამების სერუმი 4 სახის პეპტიდის დახმარებით თმას კვებავს და 4 კვირის განმავლობაში მის გაზრდას უწყობს ხელს. 11 აქტიური ინგრედიენტის შემცველობით დამზადებული შრატი დღის განმავლობაში 2-ჯერ გამოიყენება. იცავს, კვებავს და აღადგენს დაზიანებულ წამწამებსა და წარბებს და მათი მოცულობის გაზრდას უწყობს ხელს.
KOSAS GrowPotion Fluffy Lash + Brow Boosting Serum
წარბისა და წამწამის გამაძლიერებელი შრატი ვეგანური კერატინით, ჰიალურონის მჟავითა და პეპტიდებით არის მდიდარი. ამ ინგრედიენტების სიმრავლე წარბისა და წამწამის გაზრდისა და მათი გამკვრივების პროცესს აჩქარებს.
Milk Makeup Kush Lash + Brow Enhancing Serum
90% ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული შრატი გამოიყენება როგორც წარბების, ისე წამწამებისათვის. მცენარეული პეპტიდებით გაჟღენთილი სერუმი ზრდის წამწამებისა და წარბების სიგრძეს და აუმჯობესებს მათ სიმკვრივესა და მოცულობას. ამასთან ერთად, პროდუქტი შეიცავს უნიკალურ ინგრედიენტს - კანაფის თესლის ექსტრაქტს, რომელიც ღრმად ატენიანებს თმის ძირებს.
SHISEIDO Full Lash and Brow Serum
ლეგენდარული იაპონური ბრენდის, Shiseido-ს დახვეწილი ტექნოლოგიით შექმნილი შრატი ხელს უწყობს წარბებისა და წამწამების გამკვრივებას. ძლიერი დამატენიანებელი ფორმულა ხელს უშლის წარბებისა და წამწამების ცვენის პროცესის წარმოქმნას და მათ გაცილებით უფრო სავსე, მოცულობით იერს აძლევს. მომხმარებელთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ დახლოებით 16 კვირაში მათ წარბებსა და წამწამებს 80%-ით უფრო ჯანსაღი, მოცულობითი და მკვრივი შესახედაობა ჰქონდა.
e.l.f. Enhancing Lash & Brow Serum
წამწამებისა და წარბების გამაძლიერებელი შრატი ხელს უწყობს მათ გაზრდასა და მოცულობის მინიჭებას. ანტიოქსიდანტების, ამინომჟავებისა და ვიტამინების დახმარებით ძლიერდება წარბისა და წამწამის თმის სტრუქტურა. ამასთან ერთად, მკვებავი ფორმულა სუსტი და დაზიანებული თმის კონდიცირებას ახდენს, რაც წარბებსა და წამწამებს ჯანსაღი იერის მინიჭებაში ეხმარება.
BareMinerals Strength & Length Serum-Infused Brow Gel
წარბისა ზრდისა და გაძლიერებისათვის შექმნილი ეს გელი სასურველი ეფექტის მიღების გარანტიას ყოველგვარი უსიამოვნო ტექსტურის, წებოვნებისა და კანის გამოშრობის გარეშე იძლევა. ვეგანური, მსუბუქი ტექსტურის მქონე გელი უზრუნველყოფს წარბის სასურველი ადგილის შევსებასა და მოცულობის გაზრდას. ამასთან ერთად, პროდუქტი რამდენიმე ფერის მიხედვით არის შექმნილი, ამიტომ სასურველი ფორმის მიღებამდე არასასურველი ადგილების შევსებას წარბის შესაბამისი ფერის გელით შეძლებთ.
Anastasia Beverly Hills Brow Genius
Anastasia Beverly Hills-ის წარბების გენიოსად აღიარებული პროდუქტი 6 აქტიურ ინგრედიენტს აერთიანებს. იგი თქვენთვის სასურველი წარბის ფორმის მიღებაში დაგეხმარებათ. პეპტიდებით, პანთენოლითა და კორეული ჟენშენით დაწყებული და ბიოტინითა და აბუსალათინის ზეთით დამთავრებული - თითოეული პროდუქტი წარბის გამკვრივებას, ბზინვარებას, კვებასა და გაძლიერებას უზრუნველყოფს.
Elizabeth Arden Prevage Clinical Lash + Brow Enhancing Serum
სამმაგი პეპტიდური კომპლექსი, გამაძლიერებელი ვიტამინები, ბოტანიკური ნივთიერებები და წამწამების კონდიციონერი უზრუნველყოფს წარბებისა და წამწამების ჯანსაღი, ბზინვარე და მოცულობითი იერის შენარჩუნებას. იგი ხელს უწყობს თმის ცვენის თავიდან აცილებას და ზრდის პროცესის დაჩქარებას.
დაწერე კომენტარი