Coperni-ს შემოდგომა-ზამთრის 2024 წლის კოლექციიდან ყველაზე გამორჩეული და არაორდინალური აქსესუარის - Air Swipe ჩანთის დებიუტი პარიზის მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებაზე შედგა. ჩანთა 99% ჰაერისა და 1% შუშისგან არის დამზადებული, NASA-ს ნანომასალით - სილიციუმის აეროგელით და თითქმის სრულიად გამჭვირვალეა.
Coperni-სთვის ახალი როდია არაორდინალურობა და ულტრათანამედროვე მიდგომები, ბრენდის 2023 წლის ჩვენებაზე სპრეი-კაბა ვიხილეთ, რომელიც ბელა ჰადიდმა წარადგინა, მოდელს ნახევრად შიშველ სხეულზე, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ერთგვარად დაახატეს თეთრი კაბა. გარდა ამისა, Coperni-ს ეკუთვნის კაბები 3D პრინტიანი ყვავილებით და სარკეებიანი სამოსი. სწორედ მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული იდეების განხორციელების კიდევ ერთი უახლესი მაგალითია - 99% ჰაერისგან დამზადებული ჩანთა, რაც ადასტურებს ბრენდის მომავლის ხედვას მოდის ინდუსტრიაში.
ფოტოების წყარო: Coperni, Vogue
დაწერე კომენტარი